რომელ დღეებში გვესიზმრება ისეთი რამ, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00
ადამიანების უმრავლესობა, აღიარებს ამას თუ არა, სიზმარს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველთვის ცდილობენ, დილას გაღვიძებულებმა ახსნან, კარგის მაუწყებელია ის თუ ცუდის. თუ ფიქრობენ, რომ საფრთხის მომასწავებელი სიზმარი ნახეს, მის განეიტრალებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, რომელთა შორისაა ძველი ხალხური მეთოდებიც. მაგალითად, სიზმრის მოყოლა გამდინარე წყლისთვის, რათა ის მას გაჰყვეს; სანთლის დანთება და მის წინ ღამეული კოშმარის უთქმელად გააზრება, რომ ის მის ალს გაჰყვეს და ასე შემდეგ.
დღისით დაგროვილი უარყოფითი ენერგია ღამით ხილვად გადაიქცევა და ის მომავლის წინასწარმეტყველი ხდება. წლის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა სიზმარს ადამიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს და ყურადღების გარეშე არ დატოვოს. ასეთ დღეებში ნანახი სიზმრები წინასწარმეტყველურია. მაგალითად, ასეთი დღეებია სავსემთვარეობიდან მესამე, მეოთხე და მეშვიდე დღეები. ასევე, ყოველი თვის პირველი და ბოლო შაბათ-კვირა. ამ დღეებს განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს და ამ დროს სიზმრად მოსული ინფორმაცია ჩვენს მომავალს გვიწინასწარმეტყველებს.
როცა ადამიანები სიზმრის უარყოფით შედეგებზე იწყებენ ფიქრს და შიში იპყრობთ, ავტომატურად, უარყოფით ენერგიას იზიდავენ, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ ამ ადამიანზე იმოქმედოს ცუდად, არამედ მასზეც, ვისაც სიზმარი ეხება, რადგან ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. არ არის გამორიცხული, ღამით ისეთი წინასწარმეტყველური სიზმარი იხილოთ, რომელიც მომავლის, ეგრეთ წოდებულ, კურსორადაც შეიძლება, ჩაითვალოს და მას ყურადღებაც არ მიაქციოთ. ასე საკუთარ თავს ავნებთ და უფრო მეტად გაგიჭირდებათ იმ საკითხებისა და მოვლენების გააზრება, რომელიც წინ გელით, სიზმარში ნანახი კი ამას გაგიადვილებდათ. წინასწარმეტყველური სიზმრები წლის გარკვეულ პერიოდში ესიზმრება ადამიანს და მასზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. ასევე, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ადამიანი თითქმის ყოველთვის იმახსოვრებს. ამისთვის კი მთავარია, ყურადღება არ მოადუნოს და დააკვირდეს, დღის განმავლობაში რა მოვლენებისა და ფაქტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენად გააამრთლა ღამით ნანახმა სიზმარმა და რამდენად ახდა ის რეალურ ცხოვრებაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



