ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორი მეუღლე შეგეფერებათ

№42

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.10

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

რასაკვირველია, ყველას სურს, გვერდით ჰყავდეს იდეალური მეორე ნახევარი და ამისთვის ბევრს ფიქრობს, აკვირდება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, ცდილობს, ამოიცნოს ის ერთადერთი, რომელიც ცხოვრებაში გამოადგება და გააბედნიერებს. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით შესაფერისი პარტნიორის მონახვას საკმაოდ ადვილად შეძლებთ.

ვერძი – უშიშარი და ენერგიული ადამიანებით იხიბლებით. ეძებეთ თქვენი რჩეული სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს შორის, გოლფის მოედანზე ამ მოტომოყვარულთა კლუბში.

კურო – მშვიდი, გაწონაწორებული, ფინანსურად შემდგარი და არამფლანგველი მეორე ნახევარი თქვენი იდეალია. საუკეთესო ვარიანტი მის მოსაძებნად არის ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები, ასევე, კულინარიის კურსები, რადგან კუროები ბუნებით გურმანები არიან.

ტყუპები – ხართ ცვალებადი, მოუსვენარი და ამიტომ, ინტელექტუალურად საინტერესო პარტნიორი გესაჭიროებათ. ეძებეთ ის ჟურნალისტებს, მწერლებს, ლიტერატურულ კრიტიკოსებს შორის. არანაკლებ მომგებიანია მეორე ნახევრის ძიება ავტომრბოლელთა შორის, რადგან, ავტომობილები ტყუპების ნიშნით დაბადებულების სისუსტეა.

კირჩხიბი – ოჯახის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარული პარტნიორი გესაჭიროებათ. ის აუცილებლად რაღაცით უნდა წააგავდეს თქვენს მშობლებს და რაც მთავარია, მათი მოწონება დაიმსახუროს. ყველაზე ნაცადი გზა მეორე ნახევრის პოვნისა, სანათესაო წრეში გამართული შეხვედრებია. დიდი შანსია, საბედო, რომელიმე მსგავს დღესასწაულზეც გაიცნოთ.

ლომი – თქვენს ყურადღებას გამორჩეული ვიზუალის მქონე, გულუხვი და კეთილი ადამიანები იპყრობს და ცხოვრების მეგზურადაც ასეთ მეორე ნახევარს ირჩევთ. თუმცა, საკუთარი მიღწევებით მან თქვენი წარმატება და ინდივიდუალიზმი არ უნდა დაჩრდილოს. ბედი თქვენივე თაყვანისმცემლებს შორის ეძებეთ. ამ მხრივ, ხელოვანი ხალხის გარემოცვა, ღამის კლუბი, საკონცერტო დარბაზი და დისკოთეკაც არანაკლებ გამოგადგებათ.

ქალწული – მოწესრიგებულ, ჭკვიან და მზრუნველ პარტნიორს ეძებთ, რომელიც ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით იცავს, ჯანსაღი კვების საკითხშიც ერკვევა და ფულს უყაირათოდ არ ანიავებს. საუკეთესო ვარიანტია, საბედო მედპერსონალსა და ფიტნეს-ინსტრუქტორებს შორის ეძებოთ. მათში ყველა ზემოხსენებული თვისებაა თავმოყრილი.

სასწორი – თქვენი სისუსტე გარეგნული იმიჯი და მომხიბვლელობაა. ეძებთ სულით პოეტურ და მოსიყვარულე პარტნიორს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო დაწესებულებაში შეხვდებით. ის შესაძლებელია, მოდელი, ფოტოგრაფი ან ფერმწერიც იყოს.

მორიელი – ზოდიაქოს ეს ნიშანი, ექსტრემის მოყვარული, ფათერაკის მაძიებელი ინდივიდია. ამიტომ, თავისნაირი თავზეხელაღებული, სულით ძლიერი პარტნიორი ესაჭიროება. მას კი ექსტრემალური სპორტისა და ავტორბოლის მოყვარულთა შორის ნახავთ. მორიელისთვის არანაკლებ მომხიბვლელია მედიცინის მუშაკები, კერძოდ, ქირურგები და ცხელ წერტილში მომუშავე ჟურალისტები.

მშვილდოსანი – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ბუნებით მოხეტიალე და მაწანწალაა, უყვარს ბავშვები და ცხოველები. ამიტომ მისთვის იდეალურია ვეტერინარიის ან ბავშვთა დაცვის სფეროში ჩაბმული ადამიანი. პარტნიორის პოვნას კი მოგზაურობის დროს უფრო ადვილად შეძლებს.

თხის რქა – სოლიდური და პროფესიულად შემდგარი პარტნიორი მოსწონს. მისთვის იდეალური კანდიდატურაა სახელმწიფო აპარატში მომუშავე პირი, იურისტი ან ეკონომისტი. შესაძლოა, პოლიტიკოსსაც დაადგას თვალი და ის მისთვის იდეალური მეორე ნახევარი აღმოჩნდეს.

მერწყული – ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ხალხით იხიბლება. შეუძლია, შესაფერისი პარტნიორი გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტერნეტ-კომუნიკაციის სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის იპოვოს. ხშირად ცხოვრების მეგზურად არასტანდარტული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებსაც ირჩევს.

თევზები – ხელოვანი და სათუთი ფსიქიკის მქონე პარტნიორებით იხიბლება. მისთვის, აუცილებელია, ემოციური ერთობა მეორე ნახევართან. თევზმა საუკეთესო მეწყვილე ხელოვანებს, ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის უნდა ეძებოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა