ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა შეაჩეროთ სახლში დამანგრეველი ნეგატიური ენერგიის შედინება

№48

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.12

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

სახლში პოზიტიურ და ნეგატიურ ზონებს თავად ადამიანი ქმნის. მაგალითად, თუ სამზარეულოში მუდამ გაურეცხავი ჭურჭელია, სააბაზანოში კი გასარეცხი სარეცხი გროვდება, ყველაფერი ეს ბოროტ ზონას ქმნის. ნეგატიური ენერგიები ყველაზე მეტად სააბაზანო და სამზარეულო ოთახებში გროვდება, ამიტომ დიასახლისები უნდა ცდილობდნენ, რომ საცხოვრებლის ეს ნაწილი მუდმივად წესრიგში ჰქონდეთ.

ბინაში, სადაც პოზიტიური ენერგიაა, წყალი გაცილებით ნელა შრება, ყვავილები გვიან ჭკნება, ხოლო ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში, მობილური ტელეფონი ცუდად იჭერს, ტელევიზორი სუფთა გამოსახულებით არ აჩვენებს, ცხელი წყალი მალე ცივდება.

არ უნდა შეიტანოთ სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთები, არ შეხვიდეთ ცუდი გუნება-განწყობით, უსიამოვნო ფიქრებითა და აზრებით. ისინი კარის ზღურბლს იქით დატოვეთ, რადგან ყოველი ნივთი მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, განსაკუთრებით კი, სარკე. ამიტომ, გირჩევთ, ხშირად გაწმინდოთ, რათა არ შეიწოვოს ნეგატიური ემოცია. თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, შეძლებთ, თავი აარიდოთ სახლში დამატებითი უარყოფითი ზონების შექმნას. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარყოფითი ენერგია ქუჩიდან გადადის, ამიტომ, სახლში მისვლისთანავე გაწმინდეთ და ისე შეინახეთ. არასდროს შეინახოთ და დააგროვოთ დიდხანს ძველი ტანსაცმელი. სახლში, თქვენთან ერთად, მხოლოდ იმ ნივთებმა უნდა „იცხოვრონ“, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება. ხე, აჩერებს ნეგატიურ ენერგიას და პოზიტიური ენერგიით ავსებს სახლს. ამიტომ, შეიძინეთ დეკორატიული ხეები და დადგით ოთახის კუთხეებსა და ჰოლში.

ბევრს შეიძლება, არ სჯერა, მაგრამ, სრულიად შესაძლებელია, ჩვენს ცხოვრებაში თავადვე შევიტანოთ სასიკეთო ძვრები. მთავარია, არ მოვეშვათ, ვიბრძოლოთ და საკუთარ წინსვლასა და წარმატებას თავადვე შევუწყოთ ხელი. მაგალითად, არსებობს ლითონები, რომლებსაც თილისმის ძალა აქვთ, თან, სამკურნალო თვისებებიც გააჩნიათ. რბილი ხასიათის, თავმდაბალმა, გაუბედავმა და მორიდებულმა ადამიანმა, თილისმის სახით, აუცილებლად უნდა ატაროს რკინის სამკაულები, რათა პირად და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიოს. უნებისყოფო და ფეთქებადი ხასიათის ადამიანმა ოქროს სამკაულები არ უნდა ატაროს, ენერგიის კონცენტრირებაში მას ვერცხლი დაეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა