როგორ უნდა გათავისუფლდეთ ნეგატივისგან ბეჭდის სწორად ტარებით
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 09.10

ბეჭედი მხოლოდ ლამაზი, საყვარელი და ყოველდღიური აქსესუარი კი არა, ერთგვარი ამულეტია, რომელიც ადამიანს ნეგატივისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ასტროლოგიურად, თითები პლანეტებს უკავშირდებიან და თუ ბეჭედს სწორად, ანუ შესაბამის თითზე გაიკეთებთ, ის მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ბეჭედი საჩვენებელ თითზე იუპიტერს ააქტიურებს. თქვენ უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული გახდებით. იუპიტერი წარმატების, ოპტიმიზმისა და იღბლის პლანეტაა.
შუა თითს მართავს პლანეტა სატურნი, მიწის სტიქია. ამ თითზე ის ბეჭედი გაიკეთეთ, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგეცათ და სულიერად უფრო ძლიერი იქნებით.
იმისთვის, რომ ჰაერის სტიქია, ანუ პლანეტა მზე, გაააქტიუროთ, ბეჭედი არათითზე გაიკეთეთ, რათა მეტად იღბლიანი გახდეთ და პირადი ურთიერთობები დაალაგოთ.
ნეკა თითზე გაკეთებული ბეჭედი კი წყლის სტიქიას განასახიერებს, ანუ პლანეტა მერკურს. ეს არის დამოუკიდებლობისა და მისდამი სწრაფვის სიმბოლო. მერკური ინტელექტუალურ ენერგიას აუმჯობესებს.
უნდა იცოდეთ, რომ რადგან ბეჭდის ტარება პლანეტებთან მჭიდრო კავშირშია, მას შეუძლია, სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს ორგანიზმის ბიოველში და იმოქმედოს ადამიანის ბედზე. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ხელის თითზე უკეთია ის ადამიანს. მაგალითად, მარჯვენა ხელის თითზე ბეჭდის ტარება ქალის ხასიათში მამაკაცური თვისებების გააქტიურებას იწვევს, მარცხენა ხელის თითზე ტარება კი ქალურობას უსვამს ხაზს.
კარიერისტი და საქმიანი ადამიანებისთვის სასურველია მარჯვენა ხელის ცერა თითზე ოქროს ან მოყვითალო-ოქროსფერი ქვებით გაწყობილი ბეჭდის ტარება. მარჯვენა ხელის ცერზე ვერცხლის სამკაული კი ინტუიციას აძლიერებს.
შემოქმედმა, ჟურნალისტმა და ფსიქოლოგმა კი ოქროს ბეჭედი მარცხენა ხელის ცერა თითზე უნდა გაიკეთოს, რომ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება ადვილად შეძლოს. საჩვენებელ თითზე კი მხოლოდ ვერცხლის სამკაულის ტარებაა მიზანშეწონილი.
შუათითი ბედისწერაზე აგებს პასუხს. ამიტომ, აჯობებს, შუა თითზე საგვარეულო ბეჭდები ატაროთ. ისინი, გენეტიკურად დაგროვილი ინფორმაციის გადამუშავებაში დაგეხმარებათ. არათითი კი ოჯახურ ჰარმონიაზე აგებს პასუხს. ამ თითზე ოქროს ბეჭდის ტარება კარგია მათთვის, ვისაც სიყვარულში არ უმართლებს. თუ ვერცხლისგან დამზადებულ საქორწინო ბეჭედს ატარებთ, ეს მეუღლეებს შორის ცივ, ოფიციალურ დამოკიდებულებას გამოიწვევს. ამიტომ, არათითზე ვერცხლის ბეჭდის ტარება კატეგორიულად იკრძალება.
თუ გსურთ, საპირისპირო სქესში დიდი მოწონებით სარგებლობდეთ, მაშინ მარჯვენა ხელის ნეკა თითზე პატარა ოქროს რგოლი უნდა ატაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან