ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა აარიდოთ თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს კვირის დღეების სწორად დაგეგმვით

№32

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.08

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კვირის დღეებს, ადამიანებზე გავლენის მოხდენის გარდა, ერთგვარი მინიშნებების მოცემაც შეუძლიათ. ამიტომ, კონკრეტული ქმედება სწორედ კვირის განსაზღვრულ დღეს უნდა დაგეგმოთ, რათა ბარიერებს, წინაღობებსა თუ პრობლემებს აარიდოთ თავი, წარმატება მოიზიდოთ და ცხოვრებისეული პრობლემებისა და უბედური შემთხვევებისგან დაიცვათ თავი.

ორშაბათი – მოგზაურობა ან დიდ მანძილზე გადაადგილება არ უნდა დაგეგმოთ, რადგან არსებობს დიდი ალბათობა, გზაზე სხვადასხვა უსიამოვნო შემთხვევას გადააწყდეთ. არ არის სასურველი, რაიმე ახლის წამოწყება, რადგან გაგიჭირდებათ მისი ბოლომდე მიყვანა, მოგებასაც ვერ ნახავთ და კარგი არაფერი გამოვა. უმჯობესია, ამ დღეს მიმდინარე, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და ახალი საქმის დაწყებაზე დამატებითი სასიცოცხლო ენერგია არ დახარჯოთ. ასევე, გახსოვდეთ, ორშაბათს არ გაასესხოთ ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი კვირის განმავლობაში უფულოდ დარჩებით.

სამშაბათი – სასურველია ახალი საქმის წამოწყება. ის აუცილებლად წარმატებამდე და დადებით შედეგამდე მიგიყვანთ. ხელსაყრელი დღეა შორეული მოგზაურობებისა და მივლინებების დასაგეგმად. კვირის ამ დღეს არ შეიძლება ფულის სესხება, რადგან ნასესხები ფულის დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში გაიწელება. სამშაბათს კარგია რაიმეს ყიდვა, შეგიძლიათ, დიდი თანხაც გადაიხადოთ. შეძენილი აუცილებლად მოგიტანთ მორალურ კმაყოფილებას და დიდხანს მოგემსახურებათ.

ოთხშაბათი – ამ დღეს მოერიდეთ ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ სახლში წარუმატებლობა დაისადგურებს. არ შეიძლება საუბრები ბოროტ სულებსა და სხვა ბნელ ძალებზე, ამით ნეგატიურ ენერგიას მოიზიდავთ და თავს უბედურება და უიღბლობა დაგატყდებათ. ოთხშაბათს კარგია ღვეზელების ან ტკბილეულის გამოცხობა. ეს ოჯახს სიმდიდრეს მოუტანს. შეგიძლიათ, საყიდლებზე წასვლაც, რადგან ამ დღის შენაძენი აუცილებლად სასარგებლო და მომგებიანი იქნება.

ხუთშაბათი – ვალების დაბრუნება სწორედ, ამ დღეს არის რეკომენდებული. ამ გზით კარგი ფინანსური შემოსავლებით მთელი თვე იქნებით უზრუნველყოფილი. ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც მამაკაცის გულის მონადირება სურთ, თავიანთ რჩეულს ხუთშაბათს აუცილებლად უნდა გაუმასპინძლდნენ რაიმე გემრიელით.

პარასკევი – თუ კარგი სიზმარი ნახეთ, სანამ დღე არ დასრულდება, აუცილებლად მოუყევით შვიდ სხვადასხვა ადამიანს. მიიჩნევა, რომ ასეთ შემთხვევაში სიზმარი აუცილებლად აგიხდებათ. გათხოვილმა ქალებმა ამ დღეს თავი არ უნდა დაიბანონ, თორემ ქმართან კონფლიქტი ექნებათ. არ დაიჭრათ ფრჩხილები, რათა ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ შეგექმნათ. ასევე, არ შეიძლება დილიდანვე იმხიარულოთ, რადგან პარასკევს მძიმე ენერგეტიკა აქვს და ზღვარგადასულ მხიარულებას ცრემლების მოზიდვა შეუძლია.

შაბათი – ახალ სახლში გადასვლა წარმატების მომტანია, რადგან ოჯახში ყოველთვის სიუხვე და სიმშვიდე იქნება. ასევე, კარგია იმიჯის ცვლილება, ახალი ნაცნობობა, საქმიანი და სასიყვარულო შეხვედრები.

კვირა – ოჯახის დიასახლისმა დილიდანვე უნდა გააღოს ფანჯრები და ბინაში სუფთა ენერგეტიკა შემოუშვას. ეს მომავალი კვირისთვის ერთგვარი კეთილდღეობის დაბევება, ფინანსური წარმატების მოზიდვა და ცუდი ძალების დაფრთხობის რიტუალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა