ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ ხდება ნეგატიური ენერგიის გადაცემა ხელიდან ხელში მიწოდებული საგნით და ვინ ცდილობს თქვენს ცხოვრებაში „შემოძრომას“

№38

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 29.09, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ხალხურ გამოცემებში უამრავი მინიშნებაა ისეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ქცევას რომ ეხება, არადა, საკმაოდ სერიოზული უსიამოვნება შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, თუ იცით, რა შემთხვევაში და რის გადაცემა არ შეიძლება ხელიდან ხელში ან, რას მოასწავებს მაცივრისა თუ საკეტის დაზიანება სახლში? გაინტერესებთ? - მაშ, ყურადღებით მოუსმინეთ ჩვენს რესპონდენტს, ეზოტერიკოს ქალბატონს, ნანული პ-ს. ის აგვიხსნის, რა შეიძლება მოჰყვეს ფულის, სამკაულის, მჭრელი ხელსაწყოს, პურის, ხახვისა თუ თილისმა-ამულეტის ხელიდან ხელში გადაცემას და რაზე უნდა გაამახვილოთ ამ დროს ყურადღება, რომ მოსალოდნელი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ.

- ცნობილია, რომ ნეგატიური ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის კეთილდღეობაზე და როგორც წესი, ასეთი შეტყობინებები გარკვეული ობიექტების მეშვეობით იგზავნება. წინაპართა გადმოცემით, ყველა საგანს იმ ადამიანის ენერგია აქვს, რომელსაც ეკუთვნის. სწორედ ამ მიზეზით, არ უნდა მოისინჯოთ, ჩაიცვათ სხვა ადამიანის პირადი ნივთები. ამ გზით საკუთარ თავზე იღებთ მის ყველა უბედურებას, განსაცდელსა თუ ნეგატივს. განსაკუთრებით ძლიერია ასეთი ზემოქმედება, თუ ნივთს ხელიდან ხელში მიაწოდებთ...

- კონკრეტულ საგნებს გულისხმობთ?

- დიახ და მათგან უპირველესი ფულია - სწორედ მისი საშუალებით ხდება ყველაზე ხშირად ზიანის გადაცემა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ხის საშუალებით შეიძლებოდა ფულისთვის ნეგატივის მოცილება. შესაბამისად, არ შეიძლება ფულის ხელიდან ხელში გადაცემა. განსაკუთრებული ყურადღება იმ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოთ, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა გაქვთ. ის კი ცდილობს, ხელიდან ხელში გადმოგცეთ ფული. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მაღაზიაში ყიდულობთ რაიმეს, შეეცადეთ, ფული სალაროსთან მისთვის განკუთვნილ ადგილზე მოათავსოთ და ხურდაც მხოლოდ იქიდან აიღოთ. შემდეგია ბეჭდები, ძვირფასი სამკაულები, რომელთაც ხელი არ უნდა ახლოთ, თუ თქვენ არ გეკუთვნით. ხალხური მინიშნებების მიხედვით, სწორედ სამკაულების დახმარებით თავისუფლდებოდნენ ადამიანები პრობლემებისა და უსიამოვნებებისგან. ამიტომ, თუ ვინმე გთხოვთ, თავისი ან სხვისი ბეჭედი მოიზომოთ, უარი უთხარით და ამისთვის ნებისმიერი საბაბი გამოიყენეთ. თუმცა არის სიტუაციები, როცა სხვისი სამკაულის აღება მაინც მოგიწევთ, რათა კონკრეტულ პირს გადასცეთ. ასეთ შემთხვევაში, სამკაულის მომწოდებელს სთხოვეთ, ის მაგიდაზე დადოს.

- გამიგია, რომ მაკრატლის ხელში მიწოდება არ შეიძლება?

- ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ მჭრელი საგნების ხელიდან ხელში მიწოდება არ შეიძლება, რადგან სერიოზული უსიამოვნება მოჰყვება. ასეთ საგანთა ჩამონათვალში კი, არის მაკრატელიც, რა თქმა უნდა, დანა-ჩანგალი და ნამგალიც კი. მინიშნება გვეუბნება, რომ ნამგლის გადაცემით, ქალი თავის მეორე ნახევარ მოიკვეთს. სწორედ ამ ცრურწმენას უკავშირდება წესი, რომლის მიხედვითაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მკაცრად ეკრძალებათ იარაღის ხელში აღება. აღსანიშნავია, რომ ხალხური გადმოცემები კრძალავდა ნამგალზე გადაბიჯებას და ასევე, ცდილობდნენ, ერთი ნამგლით მეორეზე არ დაეკაკუნებინათ, რადგან ამას შეიძლება ჭორები გამოეწვია. ზემოხსენებულ სიაში შედის ასევე, პური და ხახვიც. უძველესი დროიდან თითქმის ყველგან პურს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ. არსებობს ვერსია, რომ ოქროსფერ თავთავში მომწიფებული თესლი თავად სიცოცხლეა. ამიტომაც სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, რომ პურის ცხობისას, ახალი პურის სურნელი გარდაცვლილთა სულებს იზიდავდა. შესაბამისად, სწამდათ, რომ სწორედ ამ უმთავრესი პროდუქტით შეიძლებოდა ადამიანისთვის ზიანის მიყენება ჯადოს სახით. კიდევ არის მინიშნებები, რომ არ შეიძლება პურის ზღურბლზე გადაწოდება და მზის ჩასვლის შემდეგ - მისი სახლში წაღებაც კი. რაც შეეხება ხახვს, უძველესი დროიდან არსებობდა მინიშნება, რომელიც ხახვის ხელიდან ხელში გადაცემას კრძალავდა, რადგან ის ხომ ცრემლდენას იწვევს. აქედან გამომდინარეა სწორედ, რომ ხალხური გადმოცემები ხახვის სხვისთვის მიწოდებას უბედურების გადაცემად მიიჩნევს, რომელსაც ცრემლი მოჰყვება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაურ გარემოში ახლობელი სადილის კეთებისას მიხმარებას გთხოვთ და გასარჩევად ხელში რამდენიმე ხახვის თავს შემოგაჩეჩებთ, არ გამოართვათ. უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, სთხოვეთ, ხახვი მაგიდაზე დადოს და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ ის ხელში გასარჩევად თუ დასაჭრელად... დაბოლოს, სხვისი თილისმა და ამულეტი - დამცავი საშუალებები, რომელთაც ხელი არ უნდა ახლოთ. მაგრამ, თუ მოულოდნელად, იძულებული გახდით, თილისმა-ამულეტი პატრონს გადასცეთ, უბრალოდ, ეს მაგიური ნივთი შარფში ან ხელსახოცში გადაახვიეთ და ისე მიაწოდეთ მას ხელში.

- რაც შეეხება მაცივრისა და საკეტის დაზიანებას, რის მანიშნებელია ეს ოჯახისთვის?

- მაცივრის გაფუჭებისას ყურადღება მიაქციეთ ოჯახში ხანდაზმული წევრების ჯანმრთელობას. სიცივე სიბერის სიმბოლოა. საყინულესა თუ ცივ სარდაფში ინახავდნენ მარაგს, რომელზეც ოჯახის გადარჩენა და უზრუნველყოფა იყო დამოკიდებული. მაცივრის გაფუჭება ნიშანია იმისა, რომ თქვენი ქონების უსაფრთხოებას რაღაც ემუქრება, დაცული აღარ ხართ. ამიტომ უკეთ აკონტროლეთ ემოციები - ძალიან სულსწრაფი ხართ და გაუაზრებელად მოქმედებთ. უსაფრთხოების პრობლემებზე მიგითითებთ საკეტის დაზიანებაც. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეამოწმოთ ყველა საკეტი, სიგნალიზაცია და ქსელში არსებული პაროლი. ვიღაც თქვენს ცხოვრებაში „შემოძრომასა” და ზიანის მოყენებას ცდილობს. მათ ასევე, შეუძლიათ თვალყური გადევნონ, ფარულად შეაგროვონ თქვენზე ინფორმაცია და ცილი დაგწამონ. თქვენ უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა