ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ იზიდავს ადამიანი საკუთარ ბედნიერებას თუ უბედურებას

№8

ავტორი: ნონა დათეშიძე 15:36

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ყოველი ჩვენგანი სამყაროზეა დამოკიდებული. სამყაროში კი უმიზნოდ არაფერი იკარგება და მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ, მეტად დაკვირვებული უნდა ვიყოთ, არ ვისროლოთ სიტყვები უმიზნოდ და დაუფიქრებლად. ყურადღება მივაქციოთ ყოველ წვრილმანს, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და თავი ავარიდოთ შესაძლო საფრთხეს.

ადამიანი ფიქრისა და სიტყვის საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიებს და თავად გამოიმუშავებს სწორი აზრის ფორმირებას, რაც მისავე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს. ვისაც ხშირად უმართლებს, უდავოდ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, რადგან თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ რა ბედისწერისანი ვართ. ასე რომ, ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი მფარველობს, რომელიც ჩვენს ბედ-იღბალზე აგებს პასუხს. ეს ვარსკვლავი ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება, იწყებს კაშკაშს, ხოლო მისი სიკვდილის მომენტში სწყდება ცას და უკვალოდ ქრება. ბედის ვარსკვლავის მოწყვეტა ცის კაბადონიდან და მისი ერთბაშად ჩაქრობა არ ხდება. მაგალითად, როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას, მისი სიკვდილის მომენტში კი ცას სწყდება. იმაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედ-იღბალი, თუ როგორ კაშკაშებს ცაზე მისი ბედის ვარსკვლავი. თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი სასიკეთოდ ხდება – უმართლებს ცხოვრებაში, არ უჩივის იღბალს. მაგრამ, თუ მისი ვარსკვლავი შედარებით მკრთალია, მაშინ ცხოვრებაში არ უმართლებს, ბევრი წინაღობა და პრობლემა ხვდება, უიღბლოა. ბედის ვარსკვლავი ჩვენს განზომილებაში არ ჩანს, ის ჩვენს გადაადგილებასთან ერთად, უხილავად მოძრაობს და გამუდმებით თან დაგვყვება. ჩვენთანაა, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ. ამიტომ, არ უნდა იწუწუნოთ, რათა ამით ბედის ვარსკვლავი არ გაანაწყენოთ.

არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და ასევე, ფიქრის, აზრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. ქაოსური და უმისამართო ფიქრი კი, ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. უბრალოდ, საჭიროა გამოიმუშავოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის. თუ გინდათ, ბედნიერები იყოთ, აღიქვით გარშემო მიმდინარე მოვლენები, ფაქტები, სიტუაციები ისე და მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორიც სინამდვილეში არიან. საკუთარი ბედნიერების დაბლოკვა ძალიან ადვილია და ის თავადვე უნდა შეაჩეროთ. ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორც არის და არა ისე, როგორც თქვენ გსურთ, რომ იყოს. ყველას მოუსმინეთ, გაითვალისწინეთ მათი აზრი, დაფიქრდით და შემდეგ ისე იმოქმედეთ, როგორც თავად თქვენთვისაა საჭირო. ყოველ წუთს შეიძლება, მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი, მაგრამ ამ მოულოდნელობამ ცხოვრება არ უნდა გაგიფუჭოთ. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ სუსტი არ ხართ, რომ ყველაფერი მოგვარდება, რომ სამყაროში თქვენი მფარველი ძალები და ბედის ვარსკვლავი თქვენთვის კაშკაშებს და თქვენთვის იბრძვის. როცა ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, თქვენი ბედის ვარსკვლავიც უფრო ძლიერად კაშკაშებს, ბედიც მეტად გიღიმით და არც წინაღობებისა და წარუმატებლობის უნდა გეშინოდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი