რას გრძნობს ადამიანი, თუ მასზე ჯადოა გაკეთებული და როგორ ნიღბავენ თავიანთ ქმედებებს თანამედროვე ჯადოქრები
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 08.03
რა არის სასიკვდილო ჯადო და რას გრძნობს ამ შემთხვევაში ადამიანი – ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ყურადღებით იყავით, შავი მაგები დღეს ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ შავბნელ საქმეებს. ამიტომ, უნდა იცოდეთ, რა ნიშნებით ამოიცნობთ მომაკვდინებელ ჯადოს არსებობას, როგორ მოქმედებს ის ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე და რით შეიძლება მასთან გამკლავება. დღეს ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ელგუჯა უ.
- ბოლო დროს სასიკვდილო ჯადო ძალიან იშვიათია. დღეს უკვე შავი მაგები უარს ამბობენ უშუალოდ ვინმეს მოკვლაზე: არავის სურს სისხლში ხელის გასვრა და საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება. თან, ეშინიათ კიდეც... რადგან კარგად იციან, რომ, თუ მსხვერპლის თავდაცვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, სასიკვდილო ჯადო თავადვე დაუბრუნდებათ. ამიტომ, ამგვარ ჯადოს ისეთი მოვლენებით ნიღბავენ, როგორიცაა, მაგალითად: ყველა გზის გადაკეტვა და სასიცოცხლო ენერგიის წართმევა, ოჯახის ფესვებისგან მოწყვეტა, სხვადასხვა კატასტროფის გამოწვევა უბედური შემთხვევის სახით. ანდა, მთელ ცოდვას პირდაპირ მიცვალებულებსა და იმიერ სამყაროს ბნელ არსებებს აჰკიდებენ ხოლმე: თითქოს სწორედ ისინი მიათრევენ ადამიანს იქ, „სადაც ჯერ არს“, თავად ჯადოქარს კი, ამასთან საერთო არაფერი აქვს.
- რით ამართლებენ თავიანთ საქციელს?
- მოხერხებული თანამედროვე ჯადოქრები ყოველთვის პოულობენ საბაბს თავიანთი ქმედების გასამართლებლად. მათ ფორუმებზე წაიკითხავთ: თითქოს აღმზრდელობით საქმიანობას ეწევიან და გვაფრთხილებენ, რომ ადამიანი წარსულის ცოდვების ან ცხოვრების არასწორი წესის გამო ისჯება. სინამდვილეში, ყველა გზას უკეტავენ, რომ ადამიანმა საკუთარი ენერგია ვერ მოიხმაროს - საბაბით, რომ ეს მას არ სჭირდება, ენერგიას ჰპარავენ. მსხვერპლი კი ყველაფერს უიღბლობას აბრალებს. ფიქრობს, ისეთი სულელია, რომ არ იცის, როგორ იცხოვროს, სიცოცხლე მობეზრდა და სასოწარკვეთის ცოდვაში ჩავარდა. მაგრამ ყველაზე ხშირად ფარული სასიკვდილო ჯადო მაინც სასაფლაოზე კეთდება. შავი მაგიის მსახურთა მოწოდებით, საყვარელი ადამიანის ფოტო საფლავზე უნდა დატოვოთ და ზედ საკუთარი სისხლი დაასხათ. ასეთ შეგონებათა ერთ-ერთი ავტორი უფრო „გულღიაა“ და იმასაც გასწავლით, თუ როგორ კეთდება ეს გარდაცვლილის დახმარების შეწევნით. ხშირად ასეთ სასიყვარულო შელოცვებს, თან ჯადოსნურ ქმედებებათა მთელი სერია ახლავს. ჯერ არღვევენ ადამიანის ნებასა და თავდაცვის უნარს, სასიყვარულო ჯადოს რიტუალის შემდეგ კი, მას არჩევანი ეზღუდება პრინციპით: ან ასე, ან ისე... ანუ, ან მასთან ერთად იცხოვრებ, ან მოკვდები.
- სასაცილოდ მეჩვენება...
- ასეც ნუ იტყვით. ძნელია თანამედროვე ადამიანს, ვინმესთან თანაცხოვრება აიძულო. ამიტომაც ირჩევენ შავი მაგიის გზას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის. თუმცა, სასიკვდილო ჯადო არ ნიშნავს, რომ მაშინვე მოკვდებით, თუმცა ცხოვრების სურვილს კი შეწყვეტთ. დეპრესია ხშირად სწორედ შავ მაგიასთან ასოცირდება. 10 წელზე მეტია, დეპრესიულ ადამიანებს ვეხმარები და მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სასაფლაოს სასიყვარულო ჯადოა, რის მოხსნისთანავე ადამიანი შვებას გრძნობს: ცხოვრების სურვილი და ხალისი უბრუნდება, დეპრესიის შემდგომი მკურნალობაც უფრო სწრაფი და მარტივია. თუმცა ჯადო მხოლოდ დეპრესიით არ ვლინდება, ჩნდება ასევე, სიცოცხლის გაუცნობიერებელი შიში, უარყოფა ყოველგვარი სიხარულისა და სიამოვნებისა, როცა ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული სოროში დამალვას ცდილობ. ამ ჯადოს უკავშირდება ასევე, უბედური შემთხვევები, ავარიები, ტრავმები, რაც თან ახლავს დეპრესიულ მდგომარეობას ან მისი წარმოქმნის იმპულსია. ასეთია პოსტსტრესული სინდრომი, როცა უბედური შემთხვევის შემდეგ, გადარჩენის სიხარულის ნაცვლად, ადამიანი პირიქით, ყველას გაურბის და თავის ნაჭუჭში იმალება. ახლობლებიც არწმუნებენ და თავადაც იცის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. ცხოვრებამ მისთვის ფერადოვნება დაკარგა, ყველაფერი უინტერესო, უგემური და უაზროა...
- სასიკვდილო ჯადოს სხვა ნიშნებიც არსებობს?
- დიახ და ესენია: წონის უეცარი მატება ან კლება; დასუსტებული იმუნიტეტი, ნაწლავების პრობლემები; უძილობა, დაძინების გაძნელება, ხშირი გაღვიძება, უსიამოვნო შეგრძნება დღის განმავლობაში; მტვრევადი ფრჩხილები, თმა და ძვლები. შეიძლება მოტეხილობაც; უარი იმაზე, რაც ადრე მძაფრ ინტერესს იწვევდა, აპათია, სიზარმაცე, უღონობა, პანიკური შეტევები, ქოშინი, არითმია ჯანმრთელი გულის პირობებში; ალკოჰოლიზმი, სიმთვრალე, ნარკომანია; ქვეცნობიერი მისწრაფება სიკვდილისადმი - სიზმრები და საუბრები მიცვალებულებსა და სიკვდილზე, ხშირია, როცა ქუჩაში სიკვდილთან დაკავშირებულ სასიკვდილო ნიშნებს ხედავენ: თავის ქალას ნახატებს, დაკრძალვის გვირგვინებს, კატაფალკებს. მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი არც იყოს: ზოგჯერ ადამიანის ენერგია აბსოლუტურად სუფთაა და მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნებით იგებს, რაც გაუკეთეს. ზემოთ ყველა ეს ნიშანი უკვე ჩამოვთვალე. მაგრამ დაიმახსოვრეთ: თუ აღმოჩნდა, რომ „მოგაჯადოვეს“ - არ ნიშნავს, რომ ამაში თქვენ ხართ დამნაშავე. ვამპირ ჯადოქრებს არ აინტერესებთ: დამნაშავე ხარ თუ არა, ცუდი ადამიანი ხარ თუ კარგი - ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შეუძლიათ. დაქირავებულ მკვლელებს ან მანიაკებს ჰგვანან. თუ ფიქრობთ, რომ ეს კარმული სასჯელია, ალბათ, ასეც არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ და მორჩილად მიჰყვეთ ჯადოქრის ნებას. გამაგრდით! ამ ყველაფრის მოხსნა და მკურნალობა შეიძლება. თუმცა თქვენც უნდა შეძლოთ პოზიტიური განწყობის შექმნა, სიხარულის, სინათლისა და სიცოცხლისკენ სწრაფვა. ივარჯიშეთ, გადით ბუნებაში, ჩაეხუტეთ ხეებს. ეს ყველაფერი მუშაობს, თავს მაშინვე უკეთ იგრძნობთ. მაგრამ, თუ მაგია იმავე მაგიური გზით არ მოიხსნა, შვება ხანმოკლე იქნება და ყველაფერი ისევ განახლდება. პროგრამა შეუვალია, სანამ არ გაანადგურებთ - საათის მექანიზმივით მუშაობს წრეზე. ამიტომ, მიმართეთ სპეციალისტს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან