ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას განსაზღვრავს ცოლქმრულ ურთიერთობაში მეუღლეთა დაბადების წელი

№34

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.08, 2023 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ადამიანის ცხოვრებაში ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქორწინების ხასიათი კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, დაბადების დღეზე, საათზე, წელზე, ეროვნებაზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მეუღლეთა დაბადების წლებია, რადგან ეს მონაცემი ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვისა და წლის მიხედვით.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცი აღიქმება, როგორც ძლიერი და კეთილშობილი; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებული – როგორც უცნაური; „კატის“, „თხისა“ და „ტახისა“ წელიწადში დაბადებული მშვიდი და ფლეგმატურია; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებული კი – ენერგიული და მეომრის სულისკვეთების მქონე. ამის მიხედვით კი, რამდენიმე ჯგუფი არსებობს:

1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად სიყვარულში კარგი მასწავლებლები არიან. სიყვარული, რომელიც არც გონებას ემორჩილება და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის მამაკაცებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ შეუძლიათ, უყვარდეთ მთელი მსოფლიოს ქალები ერთად ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ქალი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებას და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ თავისუფლებას. ამ, ეგრეთ წოდებულ, სიყვარულის ნიშნების ჯგუფში შემავალ მამაკაცებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მშვიდია და საკუთარ ნებას ნელ-ნელა, თანმიმდევრობით ახორციელებს.

2. მბრძანებელთა ჯგუფში ერთიანდებიან „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ მამაკაცებთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის ქალი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, თავიანთი რჩეულები „გადააკეთონ“ და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. ამიტომ, მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებითა და იმედგაცრუებით არის სავსე.

3. რაინდების ჯგუფში ერთიანდებიან „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებული მამაკაცები. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა და ძლიერი მუშტი. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი მშვენიერი სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ქალები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. ასეთი მამაკაცები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მხარდაჭერას და სიყვარულს.

4. ამ ჯგუფის მამაკაცები, ეგრეთ წოდებული, ლამაზი მამაკაცების წარმომადგენლები არიან და მათ განეკუთვნებიან „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წლებში დაბადებულები. ცხადია, ამ წლებში დაბადებული ყველა მამაკაცი იდეალური გარეგნობის ვერ იქნება, მაგრამ მათ განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი მამაკაცები ნაკლებად ერკვევიან ქალის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, სუსტი სქესის ბუნების შესწავლას. მათ არ შეუძლიათ, რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან სიყვარულის ცეცხლით მხოლოდ მცირე ხნით ინთებიან. წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში კი სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული