რა კავშირშია მთვარის ფაზები უძილობასთან და წონის მატებასთან
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.07, 2021 წელი

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას მთვარის ფაზებს. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თვის გარკვეულ დღეებში ბევრი ადამიანი უჩივის სისუსტეს, გაღიზიანებას, მგრძნობელობისა და მადის მომატებას და ამის გამომწვევ მიზეზებს ვერ ხსნის.
ამის მიზეზი კი მთვარის გარკვეული ფაზები გახლავთ. გირჩევთ, ხშირად ახედეთ მთვარეს, გადაშალეთ ასტროლოგიური კალენდარი და სწორად დაგეგმეთ მომავალი ცხოვრება და საქმიანობა, რომ შემდგომ მთვარემ პრობლემები არ შეგიქმნათ და გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ.
ზოგადად, მთვარის ფაზები დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე. ნერვიულობას, გაღიზიანებასა და მშფოთვარე ძილს თავი რომ დააღწიოთ, მარტივი და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები უნდა შეასრულოთ.
🌕 თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი კარგად დააბნელეთ ფარდებით, რადგან შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს
🌕 უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძების ნაცვლად, ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახასა და იის ნაყენის მიღება. ის ორგანიზმს ადუნებს, ამშვიდებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს
🌕სავსე მთვარის დღეებში კარგია, თუ დაძინებამდე ცაცხვის ყვავილების აბაზანას მიიღებთ. ასეთი აბაზანა, ასტროლოგიურად რთულ დღეებში სტრესს ადვილად მოგიხსნით
🌕 მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს სხეულში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ სავსე მთვარის წინ წვენებით ან ხილით განტვირთვის დღეს მოიწყობთ. უმჯობესია, ამ დღეებში ტკბილეულს მოერიდოთ
🌕 არსებობს ადამიანების ტიპი, რომლებსაც სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი მოთხოვნა უძლიერდებათ. ამისგან თავის დაღწევაც შეიძლება. გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად ყნოსოთ ვანილი და მისი ინტენსიური და სპეციფიკური სურნელი ტვინს მაძღრობისა და კმაყოფილების შესახებ მიაწვდის სიგნალს
🌕სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიირთვათ ცაცხვის ყვავილების ჩაი, საფეთქლები კი ლავანდის ზეთით დაიზილოთ.
🌕 ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სავსე მთვარის დროს მომზადებული ზამთრის პროდუქტის მარაგი მალევე იწყებს გაფუჭებას. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს არც მოსავლის აღება-დაბინავებაა კარგი. ადამიანის ჯანმრთელობაც შესუსტებულია და ამიტომ, უმჯობესია, სავსემთვარეობისას მეტი დრო სახლში გაატაროთ და დაისვენოთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან