კვირის პროგნოზი 9 - 15 სექტემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.09
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საქმიან პარტნიორებთან და ახლობლებთან. ახალი ნაცნობების მიმართ ყურადღებით იყავით, რათა არ გიღალატონ, ან საქმე არ გაგიფუჭონ. მოგზაურობები სჯობს მინიმუმამდე შეამციროთ. არსებობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობა.
კურო ♉
სხვა ადამიანების შესაძლებლობებით ნუ ისარგებლებთ და მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა ახლის დაწყება რეკომენდებული არაა. გადაადგილებებისას დაიცავით მოძრაობის წესები.
ტყუპები ♊
კარიერაში ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილი, იდეების ხორცშესხმის მიზეზი გახდება. გაიზრდება რომანტიკულობა და სასიყვარულო შეგრძნებების გამძაფრების სურვილი, თუმცა ამისათვის ყოველთვის არ დაგრჩებათ დრო.
კირჩხიბი ♋
აგრესიულად არავის უპასუხოთ და სამაგიერო არ გადაუხადოთ. ყურადღებით მოეკიდეთ მიღებულ ინფორმაციას და გადაამოწმეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დამამშვიდებლად იმოქმედებს.
ლომი ♌
პროფესიულ საკითხებში გაგიჭირდებათ ყველა დავალებისა და მოვალეობის შესრულება. ცხოვრების შეცვლისა და ახალი საქმის დაწყების სურვილი დიდი იქნება, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელი დროა. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობები კი, დაუკავშირდება მომავლის განსხვავებულად ხედვას.
ქალწული ♍
კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად. გონებამახვილობით, მოთმინებითა და შეუპოვრობით ბევრ საქმეს დაასრულებთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. საყვარელ ადამიანს კი, მეტი დრო დაუთმეთ.
სასწორი ♎
მიუხედავად სანაქებო გუნება-განწყობისა, გაგიჭირდებათ შეხვედრების ჩატარება, დანაპირების შესრულება, გართულდება აღებული ვალდებულებების შესრულება. მოგზაურობა და დასვენება, სჯობს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ან საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმოთ.
მორიელი ♏
ახალს ნურაფერს ნუ წამოიწყებთ. გაუმართლებელია რისკი. მოერიდეთ საეჭვო და კრიმინალურ ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს. ახალი რომანტიკული კავშირი კი, სულ სხვა რაკურსით დაგანახვებთ საკუთარ თავსა და სამყაროს.
მშვილდოსანი ♐
მოგიწევთ გარკვეულ შეზღუდვებთან შეგუება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას. ფულს ნუ ისესხებთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება, თუ მოერიდებით ზედმეტ ემოციებსა და პრინციპების დამკვიდრებას. მოგზაურობა, დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.
თხის რქა ♑
არაერთგვაროვანი პერიოდია. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. განწყობა მეტად რომანტიკული გექნებათ, თუმცა ხშირი შეხვედრები და ფლირტი ხელს შეგიშლით მიზანდასახულად მუშაობაში.
მერწყული ♒
ახალი მიზნებისა და გეგმების დასახვისას, გაითვალისწინეთ არა მარტო საკუთარი სურვილები, არამედ საზოგადოებრივი აზრიც და მოთხოვნილებებიც. ოჯახის წევრებთან და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად კი, გარკვეულ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა.
თევზები ♓
კარგი დროა ახალი ცოდნისა და უნარების მისაღებად, ინფორმაციის დასაგროვებლად. მოიმატებს მოქმედებისა და სიახლეების სურვილი. საქმე ბევრი გექნებათ, თუმცა შემოსავლებიც გაიზრდება. სასიყვარულო ურთიერთობებში, ეცადეთ იყოთ მხიარული, ოპტიმისტური, მოსიყვარულე და თბილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან