ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 3-9 აგვისტო

№31

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

შეიცვლება კოლეგებთან, საქმიან და საქორწინო პარტნიორთან დამოკიდებულება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ უსიამოვნებებსაც. სასიკეთოდ ჩაივლის, ფინანსური დაკავშირებული ოპერაციები.

კურო ♉

ნუ გადაიღლებით. ეცადეთ, სახლში შეინარჩუნოთ ჰარმონიული გარემო. ფინანსური გარიგებებისათვის, ცუდი დროა, რადგან შესაძლოა დანაკარგი განიცადოთ. სიტყვაზე, ნურავის ენდობით.

ტყუპები ♊

მოთმინება, პოზიტიური დამოკიდებულება და კომპრომისზე წასვლა, დაგეხმარებათ სიძნელეების დაძლევაში. სასიყვარულო კავშირის გასაუმჯობესებლად კი, მეტი ნდობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ.

კირჩხიბი ♋

ახალსა და სერიოზულს, ჯერ ნურაფერს დაიწყებთ. მუდმივი დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდება. ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. სიამოვნებას მოგანიჭებთ, საყვარელ ადამიანთან მშვიდი დამოკიდებულება.

ლომი ♌

გეგმების რეალიზება გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. პირად და საქორწილო ურთიერთობებში, შეიძლება გაჩნდეს უთანხმოებები. ერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას.

ქალწული ♍

მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ფინანსებთან მიმართებით, გაითვალეთ ყველა წვრილმანი, არ აჩქარდეთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. შესაძლოა, მოულოდნელი სასიყვარულო გრძნობა გაჩნდეს.

სასწორი ♎

როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაკვირვება, რათა მოულოდნელობებმა დასახული მიზნის განხორციელებაში არ შეგიშალოთ ხელი. გამოიყენეთ თავისუფალი დრო ჯანმრთელობის აღდგენისა და დასვენებისთვის.

მორიელი ♏

მოიმატებს სამსახურებრივი მოვალეობები. სანამ არ დაასრულებთ ძველ საქმეებს, ახალს ნურაფერს დაიწყებთ. სიჩქარე, შესაძლოა სერიოზული წაგების მიზეზი გახდეს. შეხვედრები შეამცირეთ.

მშვილდოსანი ♐

უყურადღებობის გამო, შეიძლება უსიამოვნებები შეხვდეთ მუშაობისას ან ახალი კავშირების დამყარებისას. სიჯიუტე ხელს შეგიშლით, სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგებაში. უყავით ფრთხილი.

თხის რქა ♑

ნუ მიიღებთ მონაწილეობას მასობრივ ღონისძიებებში. ეცადეთ, ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. შვებას მოგიტანთ, საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა. ეს პერიოდი, ყოველდღიურ საქმეებსა და დასვენებას დაუთმეთ.

მერწყული ♒

მეტი სიდინჯე გმართებთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ კარგი შესაძლებლობები. ნუ იქნებით ზედმეტად მიამიტი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მეტი ნდობა გამოიჩინეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ.

თევზები ♓

თქვენთან ურთიერთობა, მარტივი არ იქნება, რადგან ეჭვის თვალით შეხედავთ ყველას. ეს კი, ბევრ ადამიანთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს. საქმიანი მოლაპარაკებები, დინჯად და აუჩქარებლად აწარმოეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი