ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  13- 19 ივლისი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 57 წუთის წინ

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

დახარჯული შრომა თავის შედეგებს გამოიღებს. პირად ცხოვრების დიდ ნაწილს შეგნებულად დაუმალავთ გარშემომყოფებს, რისი მეშვეობითაც თავს აარიდებთ მითქმა-მოთქმას. მოგზაურობა ახალ პერსპექტივებს დაგისახავთ.

კურო ♉

ამ პერიოდში ჩამოყალიბებული იდეები მომავალში ადვილად განხორციელდება. მოგზაურობა სასიკეთოდ შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას. სასიყვარულო ურთიერთობები კი, გაგახარებთ სტაბილურობით.

ტყუპები ♊

არა ერთ სასიამოვნო მოვლენას ექნება ადგილი. გაზრდილი ინტელექტი, რომანტიკულობა და მჭერმეტყველება ნებისმიერ სფეროში წარმატების მომტანი იქნება. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა, შეხვედრები და მოლაპარაკებები.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა კაპიტალდაბანდებებისთვის. სამსახურში გაითვალისწინეთ სხვათა სურვილებიც და პრეტენზიებიც. ეცადეთ, ყველა ადამიანთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა.

ლომი ♌

გაითვალისწინეთ უფროსი თაობის წარმომადგენლების რჩევები. საქმიანი ვიზიტი თუ მივლინება სასიკეთოდ ჩაივლის. მიუხედავად ამისა, არახელსაყრელი დროა შორეული მოგზაურობისათვის და ახალი საქმის დაწყებისთვის.

ქალწული ♍

კარგი დროა ახალი კავშირების დამყარებისთვის. არაა გამორიცხული ახალი, სასიამოვნო სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბება. ერიდეთ პირადი ცხოვრების გამომზეურებას, რათა თავი დაიზღვიოთ ჭორებისა და ზედმეტი ემოციებისაგან.

სასწორი ♎

მოსალოდნელია ბევრი გადაადგილებები, შეხვედრები და ურთიერთობები. კარგი დროა მოგზაურობისთვის. საყვარელი ადამიანი კი, არა მარტო სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ, არამედ ფინანსურ დახმარებასაც გაგიწევთ.

მორიელი ♏

მოერიდეთ იმპულსურობასა და ემოციურობას, რათა თავი აარიდოთ შეცდომებს. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი მომავალი მიზნების დალაგებაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

მშვილდოსანი ♐

ოპტიმისტური განწყობა, შემოქმედებითად მუშაობისკენ გიბიძგებთ. მეტი დრო დაუთმეთ საჭირო კავშირების დამყარებას. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება. საქორწინო ურთიერთობებში კი, არსებული კონფლიქტები სწრაფად მოგვარდება.

თხის რქა ♑

მეტად უსმინეთ ინტუიციას. დრო უქმად არ დახარჯოთ. ახალი ნაცნობობა მოგვიანებით კარგ მეგობრობაში ან სასიყვარულო კავშირში გადაიზრდება. მოიმატებს შეხვედრების რაოდენობაც. კარგი დროა ქორწინებისათვის და მოგზაურობისათვის.

მერწყული ♒

მოერიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან კამათს. ადვილად მოგვარდება საოჯახო პრობლემები. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, კარგ შედეგს გამოიღებს ვარჯიში და სუფთა ჰაერზე ყოფნა. მოგზაურობა საინტერესოდ ჩაივლის.

თევზები

შემოსავალს რამდენიმე წყაროდან მიიღებთ. ეცადეთ, ხარჯები წინასწარ გადაანაწილოთ. ენერგია მოგცემთ საშუალებას ბევრ საქმეს ერთდროულად გაუმკლავდეთ. დასვენებისას, შესაძლოა ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი