ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სავსემთვარეობის პერიოდში

№29

ავტორი: ნონა დათეშიძე 15:45

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ადამიანის გუნება-განწყობა, შრომისუნარიანობა, წონის კლება-მატება და ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. ამიტომ, უნდა ახედოთ ცას და დააკვირდეთ რომელ ფაზას გადის ის, რომ შესაბამისად იმოქმედოთ. კერძოდ:

* სანამ ცის კაბადონზე ახალი მთვარე გამოჩნდება, ის თითქოს რამდენიმე დღე ქრება, შემდეგ კი რკალის სახით მოგვევლინება. სწორედ ამ წინარე პერიოდში აქვს მთვარეს უდიდესი გავლენა ადამიანებზე. ამ დროს ორგანიზმი ტოქსინებისა და წიდებისგან ადვილად თავისუფლდება. ამიტომ, ამ პერიოდში კარგია სამკურნალო შიმშილობა. ასევე, არასასურველი ადამიანების ჩამოშორება და მათგან გათავისუფლება;

* როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა მინიმუმამდე ეცემა, ქვეითდება იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა. მაღალია დეპრესიის ალბათობა;

* მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის კურსის დაწყება, რადგან ამ პერიოდში ძლიერდება სამკურნალო პრეპარატების მოქმედება, ადვილად ხდება ვიტამინებისა და მინერალების შეთვისება;

* მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია მასაჟი, გამწმენდი პროცედურების ჩატარება. ასევე, ამ დროს იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ ამ პერიოდში წონის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ;

* მზარდი მთვარის პერიოდი სიყვარულის, გეგმების დასახვისა და ოცნებების დროა. ეს პერიოდი მეტად წარმატებული და იღბლიანია, საქმიანობა ნაყოფიერი ხდება. მთვარის ფაზიდან ფაზაში გადასვლის პერიოდში იყავით მეტად ყურადღებით, რადგან ასეთ დღეებში ადამიანი შედარებით გაუწონასწორებელი, კონფლიქტური და მოუთმენელია. იზრდება ემოციური ფონი და ჭირს ემოციების მართვა;

* მთვარის მეორე ფაზა იწყება, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ პერიოდში ორგანიზმის ენერგიულობა მომატებულია, ადამიანი მეტად აქტიურია, ძლიერია და ცხოვრებისეულ პრობლემებს ადვილად უმკლავდება. შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ;

* სავსემთვარეობის პერიოდში დაგროვილი ენერგია მაქსიმალურად იხარჯება. ამ დროს მოჭარბებული ენერგია შესაძლოა, უმართავი, უკონტროლო გახდეს. მოზღვავებული ენერგია ორგანიზმს მოსვენებას არ აძლევს. ადამიანი აფორიაქებულია, მძაფრდება ნერვული აშლილობა, იწყება უძილობა. ამ დროს დიდია ავარიების, ჩხუბების, კამათისა და დავის ალბათობა. თუმცა, ამ დღეებში ემოციების მოზღვავება, დაუფიქრებელი საქციელი და ფორიაქი დროებითია და მალევე გაივლის. ეცადეთ, ეს პერიოდი მშვიდად და წინდახედულად განვლოთ. სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტად ვნებიანი და ემოციურია;

* მთვარის მესამე ფაზის დასაწყისი დაკავშირებულია სასიხარულო მოვლენებთან, სახალისო მოქმედებებთან, სიცოცხლისუნარიანობასთან. ამ პერიოდში ის უნდა აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ და რაც გიყვართ;

* კლებადი მთვარის დროს ქირურგიული და პლასტიკური ოპერაციები კარგი შედეგით სრულდება და გამოჯანმრთელების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს. ორგანიზმი საკვებს ცუდად ითვისებს, ამიტომ შეგიძლიათ, სწორედ ამ პერიოდში ჭამოთ ის, რაც გსურთ და არ იფიქროთ წონის მატებაზე. ამ პერიოდში კარგია სამეგობრო და სანათესაო შეკრებები;

* მთვარის მეოთხე ფაზა კლების დროა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი სუსტდება, შემცირებულია ენერგია, ქვეითდება აქტიურობის შესაძლებლობები, ადვილად იღლებით. შემდეგ კი მთვარე კვლავ უჩინარდება რამდენიმე დღით და ისევ ხელახლა ჩნდება რკალის სახით.

ასე რომ, აუცილებელია ეს ინფორმაცია გაითვალსიწინოთ, ხშირად ახედოთ ცის კაბადონს, დააკვირდეთ მთვარის ფაზებს და სწორედ მისი გათვალისწინებით დაგეგმოთ საქმეები, სამეგობრო თუ სასიყვარულო-რომანტიკური შეხვედრები, მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მართოთ ემოციები და გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი