ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 29 მაისი – 4 ივნისი

№22

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.05, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი

დადებითად და სწრაფად განხორციელდება ნებისმიერი ცვლილება და რეორგანიზაცია. მოერიდეთ ავანტიურებს და ეცადეთ, კანონი არ დაარღვიოთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კურო ♉

პროფესიული წინსვლის მხრივ, ეს პერიოდი საკმაოდ ხელსაყრელია. შესაძლოა, მიიღოთ მოგებიანი წინადადებები და შემოთავაზებები. ნუ აჰყვებით ახალგაცნობილი ხალხის მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებს. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს პირად ცხოვრებაშიც.

ტყუპები ♊

გაზრდილი ინტუიციით ადვილად შეძლებთ, საფრთხის გვერდის ავლას, მიზნების მოგებიანად დასახვასა და ურთიერთობების სწორად დალაგებას. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. დადებითად ჩაივლის გადაადგილებები.

კირჩხიბი ♋

მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს, გაუაზრებელ მოქმედებებსა და გადაუმოწმებლად ინფორმაციის გამოყენებას. გააკონტროლეთ ემოციები. ბუნებაში გატარებული დრო დადებითად იმოქმედებს ჯანმრთელობასა და სულიერ მდგომარეობაზე.

ლომი ♌

სასიკეთო პერიოდია. დადებითად წარიმართება შეხვედრები. სარფიანი მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას. ახალ სასიყვარულო ურთიერთობებში კი გაურკვევლობა დაისადგურებს. სამაგიეროდ, კარგი დროა ძველი კავშირების აღდგენისათვის.

ქალწული ♍

ნურაფერს შეიძენთ ახალს და ფასეულს. სიამოვნების მიღებისთვის ლტოლვა იმდენად დიდი იქნება, რომ მუშაობა გაგიჭირდებათ და შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საბუთებს.

სასწორი ♎

მეტი იაქტიურეთ და წარმატებასაც სწრაფად მიაღწევთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. გაიზრდება შემოსავლები. მოგზაურობები სასიკეთო შედეგს გამოიღებს, ახალი ნაცნობობა კი შესაძლოა, ახალი სასიყვარულო კავშირის ჩასახვის საწინდარი გახდეს.

მორიელი ♏

ახალი კავშირების დამყარებისას ზედმეტად ნურავის ენდობით. მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებებს, რათა ახლობლებს გული არ ატკინოთ. მოგზაურობა და დასვენება თქვენს ჯანმრთელობას დადებითად წაადგება.

მშვილდოსანი ♐

ხშირად მოგიწევთ შეხვედრები. პარტნიორებთან ურთიერთობისას ყველა სიტყვა წინასწარ გაიაზრეთ. სასიყვარულო სფეროში კი მოთმინებაა საჭირო. ეცადეთ, ზოგჯერ მაინც განმარტოვდეთ.

თხის რქა ♑

ნუ იქნებით ჯიუტი და უხეში. ეცადეთ, მიღებული ინფორმაცია ბოლომდე შეითვისოთ და კარგად გააანალიზოთ, რათა დროზე მოასწროთ მასზე რეაგირების მოხდენა. საქმეებში დახმარებისთვის ნათესავებსა და ახლო მეგობრებს მიმართეთ.

მერწყული ♒

სასიკეთო პერიოდია როგორც პირადი ცხოვრებისათვის, ისე კარიერისთვის. თავს ენერგიულად იგრძნობთ. გამოიყენეთ მოცემული სიტუაცია სამსახურში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ნუ გაბრაზდებით სასიყვარულო პარტნიორზე, რადგან ეს გააუარესებს თქვენს ურთიერთდამოკიდებულებას.

თევზები ♒

მოერიდეთ საიდუმლო კავშირებს. შეასრულეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეები და მოვალეობები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფთა კრიტიკას და ნუ მოაკლებთ ყურადღებას ჯანმრთელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა