კვირის პროგნოზი 16-22 მარტი
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:01
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ერიდეთ შემთხვევით ურთიერთობებს, განსაკუთრებით რომანტიულ სფეროში. ნუ მოადუნებთ ყურადღებას და იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. იზრდება კონფლიქტების ალბათობა.
კურო ♉
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საქმეში. ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესება ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება.
ტყუპები ♊
ნებისმიერ სასიკეთო შესაძლებლობას ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოიყენებთ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებშიც. სარისკო ფინანსურ შემოსავალზე, სჯობს უარი თქვათ. შინაგანი განცდები გაიძულებთ დაასრულოთ ზოგიერთი ურთიერთობა.
კირჩხიბი ♋
შეხვედრებისა და გადაადგილებების გაზრდილი რაოდენობა, შინაგან დაძაბულობას გაზრდის. ეცადეთ, დასვენებისთვის გამოიყენოთ თავისუფალი დრო. საყვარელ ადამიანთან კი შეიძლება გაგიჭირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება.
ლომი ♌
გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია მიზნების მისაღწევად. მოერიდეთ კამათსა და კოლეგებთან დაპირისპირებას. საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა კი, მოთმინებას მოითხოვს.
ქალწული ♍
შეასრულეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები. დაასრულეთ ძველი ვალდებულებები, რათა აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები. მოგზაურობისას და გზებზე მოძრაობისას კი, აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ.
სასწორი ♎
შეიძლება თქვენს წინაშე შემოსავლის ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, მაგრამ ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით. საყვარელი ადამიანის სირთულეების მოგვარებაც შესაძლოა თქვენ მოგიწიოთ. გადაადგილებები, დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.
მორიელი ♏
ენერგობალანსი დაქვეითებულია. მოერიდეთ რისკს, ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ძველი სასიყვარულო პრობლემები შეგახსენებთ თავს, რაც საყვარელ ადამიანთან პრობლემის მიზეზი გახდება.
მშვილდოსანი ♐
შესაძლოა, სამსახურის გამოცვლის წინადადება მიიღოთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ ნაადრევია. საქმიან პარტნიორებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.
თხის რქა ♑
საქმიან პარტნიორებთან ადგილი ექნება ორაზროვან სიტუაციებს. ახალი რომანტიკული ურთიერთობა, სასურველ შედგეს ვერ გამოიღებს. პირად ცხოვრებაში კი, შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები.
მერწყული ♒
მაქსიმალურად გამოიყენეთ შემოქმედებითი ნიჭი. ხშირი გადაადგილებები გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლოა მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო გრძნობაში.
თევზები ♓
სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც გულღია იყავით, რათა ცვლილებებმა მხოლოდ დადებითი შედეგი გამოიღოს. მოგზაურობისას ბევრ ადამიანს გაიცნობთ. ამ პერიოდში, გაიგებთ ახალ ინფორმაციას, გაეცნობით ახალ იდეებს და მიიღებთ სამოქმედო მოტივაციას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





