ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 03.04, 2023 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს სექსუალური ენერგია. არ ვარგა გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რისკი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, თმის შეჭრა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაწლავთა სისტემა, ელენთა.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

მეტად დაუგდეთ ყური ინტუიციას. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, სარისკო მოქმედებები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია ვაჭრობა, თმის შეჭრა, საფინანსო ოპერაციები. ატარეთ მწვანე, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ონიქსი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მეწყულებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგია აპარატურის შეძენა, საყიდლების გაკეთება. ნუ გადაღლით ორგანიზმს მძიმე შრომით. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ლაზურიტი, ჟადეიტი, ნეფრიტი, ციტრონი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის,მორიელებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით, რადგან მოიმატებს ნეგატიური მოვლენების ალბათობა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება. კარგია გეგმების დასახვა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ცისფერი, ლურჯი, თეთრი, ყვითელი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ლაზურიტი, ნეფრიტი, გიშერი, ჟადეიტი ან აკვამარინი. სიზმარს ნუ მიაქცევ ყურადღებას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

კარგია მოლაპარაკებები, მოგზაურობა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ შავი, წითელი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დრეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. მოერიდეთ ინტიმურ კავშირებს, ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, რემონტი, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ონიქსი, იასპი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

მოერიდეთ ბინის შეცვლას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია გეგმების დასახვა, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ამეთვისტო, ტოპაზი, ფირუზი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი, შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა