ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№10

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 13.03, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მგზავრობა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, იაგუნდი ან სერდოლიკი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სამშაბათი

კარგია რემონტის დაწყება, მოგზაურობა, უცხოეთში კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, საფირონი ან ლალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი ,საზარდული.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. აკონტროლეთ ემოცია. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მგზავრობა, უცხოეთში კაპიტალდაბანდება. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ნეფრიტი, ციტრონი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნტიური დღე

გამახვილდება ინტუიცია. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, საფინანსო ოპერაციებს, ახალ კავშირებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ კრემისფერი, ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, იპალი ან იაგუნდი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი ,სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი

არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, სტომატოლოგიური პროცედურები, ვაჭრობა, გაცვლითი ოპერაციები. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მოიმატებს ინტუიცია. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, თვალები, კანი, ვენები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

მოერიდეთ ექსპერიმენტებს, კამათს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია აპარატურის შეძენა, სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ლაბრადორი, ამაზონიტი ან ცირკონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება თვალები ,ფეხის კუნთები, ვენები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

ნუ იჩქარებთ. იყავით მომთმენი. კარგია დიეტის დაწყება, ბინის შეცვლა, სახლის მშენებლობა. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ვარდისფერი ,ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ლაბრადორი ან ამონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი