კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 20.02, 2023 წელი
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
დღეს ახალმთავრეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ კონფლიქტებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ ვარგა ფულის სესხება-გასესხება, ყიდვა-გაყიდვა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ფირუზისფერი, ლურჯი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ტერფები, ნერვული სისტემა, ფილტვები, ლიმფური სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
სამშაბათი
მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, სასიყვარულო კავშირები. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი, ლურჯი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ სულსწრაფ მოქმედებებს, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, საყიდლების გაკეთება, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
კარგია მოგზაურობა, ავეჯის შეძენა. მოერიდეთ ფიზიკურ და სულიერ გადაღლას, ხელშეკრულების დადებას, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,ძოწი, წითელი იასპი, ტოპაზი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
შაბათი
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფობას, მკვეთრ მოძრაობებს. კარგია ადგილსამყოფელის შეცვლა, ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
კარგია კოსმეტიკური პროცედურები, სასიყვარულო კავშირები, დიზაინის შეცვლა. მოერიდეთ საქმის გარჩევას, სულსწრაფობას და რისკს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი. ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ამეთვისტო ან ტოპაზი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა:ლომებისთვის, მერწყულებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან