კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 13.02, 2023 წელი
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს მოტყუების ალბათობა. კარგია ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, იასპი, ქრიზოპრაზი ან მარჯანი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ზედმეტ კონტაქტებს, მსხვილ საყიდლებს, მშენებლობას. კარგია მგზავრობა, კაპიტალდაბანდება. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, საფირონი ან ლალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მნიშვნელოვანი შეხვედრების და მისტიკური დღეა. არ ვარგა მშენებლობა. კარგია კაპიტალდაბანდება, უცხოელებთან კონტაქტი, სამეცნიერო კვლევა, პარტნიორული თანამშრომლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, იაგუნდი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, უძრავი ქონების და ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, ექიმებთან კონსულტაცია. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. ატარეთ ნაცრისფერი, კრემისფერი, მწვანე, ყვითელი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარგალიტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
პარასკევი
ტრავმულ-ავარიული დღეა, ამიტომ იყავით ფრთხილად. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. კარგია ავეჯის შეძენა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, კრემისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი ან ყვითელი სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მწვანე იასპი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყლებისთვის
შაბათი
აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ კონფლიქტებს. კარგია ტექნიკის შეძენა, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება, ბინის შეცვლა. ატარეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ციტრონი, ძოწი ან ცირკონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, მხედველობა.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს მგრძნობელობა, ინტუიცია. კარგია ბინის შეცვლა, სამღებრო-სარემონტო სამუშაოები, დიეტის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, იისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ,ქარვა ან ციტრონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, მხედველობა.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან