ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 09.01, 2023 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ აზრები. კარგია თმის შეჭრა, სადილების გაკეთება, მეგობრული კონტაქტები. მოერიდეთ საფინანსო გარიგებებს. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

დღეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. კარგია საყიდლების გაკეთება, მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ბინის შეცვლას, სიმძიმეების აწევას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, ყვითელი ან მწვანე იასპი, სერდოლიკი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი და ნაწლავთა სისტემა.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისტვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ კონფლიქტს, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რისკს. კარგია საბანკო-საფინანსო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია მოლაპარაკებები, ახალი საქმის დაწყება, თმის შეჭრა. არ ვარგა რისკი, ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევვზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

კარგია სასიყვარულო კავშირები, შემოქმედებითი მუშაობა, აპარატურის შეძენა. მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

შაბათი

მოერიდეთ მგზავრობას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მეგობრული კონტაქტები, გართობა, საყიდლების გაკეთება, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ რისკს, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, ბინის შეცვლას. კარგია დიზაინის შეცვლა, თმის შეჭრა, კოსმეტოლოგიური პროცედურები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, წითელი, შავი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი, ოპალი ან ტოპაზი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი, შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა