კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 26.12, 2022 წელი
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
მაღალია მოულოდნელი შეხვედრის ან იღბლიანი შემთხვევის ალბათობა. კარგია ტექნიკის შეძენა, სამეცნიერო კვლევა, სახლის მშენებლობა, ვაჭრობა. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ვერცხლისფერი ,ცისფერი, წითელი, ყვითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ლაბრადორი, ამაზონიტი ან ძოწი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თვალები, ფეხის კუნთები, ვენები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის ,ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
სამშაბათი
მოერიდეთ დაუფიქრებელ გამონათქვამებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სახლის მშენებლობა, სასიყვარულო კონტაქტები. ატარეთ ვერცხლისფერი, იისფერი, ყვითელი, ფირუზისფერი, ლურჯი, ვარდისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, მარგალიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ტერფები, ენდოკრინული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის
ოთხშაბათი
დაეყრდენით ინტუიციას. მოერიდეთ სესხის აღებას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ იისფერი, მწვანე, ფირუზისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიაცინტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ტერფები, თვალები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ხუთშაბათი
გართულდება ახალი საქმის დაწყება, მოლაპარაკებები,ინფორმაციის მიღება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი ან ძოწი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ტერფები ,ნერვული სისტემა, თვალები ,თავი, სისხლძარღვები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა. კარგია საყოფაცხოვრებო ნივთების და ავეჯის შეძენა, მგზავრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, ბრილიანტი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
ჩაუთქვით სურვილები. მოერიდეთ სარისკო მოქმედებას და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია გართობა, ახალი ნაცნობობა, ვაჭრობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, შავი, თეთრი, ვერცხლისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი, მარგალიტი ან მარჯანი. სიზმარს ნუ გაანდობთ სხვას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
კვირა
გილოცავთ ახალ წელს! მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია გართობა, ახალი ნაცნობობა, საჩუქრების გაკეთება. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, მწვანე, ლურჯი ან ლიმონისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, გიშერი, ზურმუხტი ან მარგალიტი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან