ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№50

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 12.12, 2022 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. არ ვარგა ფინანსური გარიგებები, ბინის შეცვლა. კარგია საყიდლების გაკეთება, იურიდიული საქმიანობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბრილი, ქარვა, სერდოლიკი ან სარდიონი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ხელშეკრულების დადებას, ბინის შეცვლას. კარგია თმის შეჭრა, მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ქარვა, ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი ან სარდიონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ნუ გარისკავთ. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, საფინანსო-საბანკო ოპერაციები. ატარეთ ნაცრისფერი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია საფინანსო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, ყავისფერი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ზურმუხტი ან აქატი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწროებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, სარისკო მოქმედებას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგია ვაჭრობა, თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ ნაცრისფერი, მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ყელი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო კონტაქტები, ავეჯის შეძენა.გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია ურთიერთობებში. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ჟადეიტი, ლაზურიტი, აკვამარინი, საფირონი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ავეჯის შეძენა, დიზაინის შეცვლა, მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ ზედმეტი ემოციის გამოვლენას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლაზურიტი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან ტოპაზი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა