ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№6

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 12.02

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საიდუმლო საქმეებს. კარგია მგზავრობა, კონტაქტების დამყარება, ქორწინება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ვერცხლისფერი, მწვანე, ფირუზისფერი, იისფერი, წითელი, ყვითელი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი ან იაგუნდი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, ნერვული სისტემა, თავი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ გადაიღლებით. აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ქორწინებას, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, ხელოვნებასთან კონტაქტი. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

იყავით აქტიური. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას, საფინანსო ოპერაციებს, ქორწინებას, თმის შეჭრას. კარგია ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ყავისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ძოწი, წითელი იასპი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება თავი, გრძნობათა ორგანოები, ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. კარგია მშენებლობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, შემოქმედებითი მუშაობა, მგზავრობა. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. მოერიდეთ სიბრაზეს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, სარისკო მოქმედებებს. კარგია ინტერიერის განახლება, ავეჯის შეძენა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

შაბათი

გეომგანნიტური დღე

დეყრდენით ინტუიციას. კარგია აპარატურის შეძენა, მოლაპარაკებები, მშენებლობა, კონტაქტები. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ქორწინებას. ატარეთ ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, იასამნისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, სერდოლიკი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას. კარგია მშენებლობა. ატარეთ ნარინჯისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, საფირონი, ქარვა, ლაზურიტი ან იასპი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნერვული სისტემა, ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა