ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№6

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 05.02

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოიმატებს ინტუიცია. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან ურთიერთობა, მგზავრობა, პარტნიორული თანამშრომლობა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ამეთვისტო, იაგუნდი, სარდიონი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სამშაბათი

არ არის სასურველი მშენებლობა, ყურის გახვრეტა. ნუ ილაპარაკებთ ბევრს. კარგია მგზავრობა, უცხოეთში კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, კრემისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ფირუზი, იასპი, ქარვა, ლაზურიტი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

რთული, პროვოკაციული დღეა. კარგია საყოფაცხოვრებო საქმიანობა, უძრავი ქონების შეძენა, ექიმთან კონსულტაცია. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, გაცვლით ოპერაციებს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

ნუ იქნებით ხისტი და ჯიუტი, არ ვარგა ფინანსური და გაცვლითი ოპერაციები, ახალი კავშირები. კარგია ურავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ყვითელი, კრემისფერი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები, სახსრები, მუხლები, ხერხემალი, თვალები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი

იყავით ყურადღებით. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგია ადგილსამყოფლის შეცვლა, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება. ატარეთ ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ციტრონი, გიშერი ან ცირკონი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

დღეს ახალმთვარეობაა. მშვიდად განვლეთ დღე. დაეყრდენით ინტუიციას. ნუ გარისკავთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია ინტელექტუალური საქმიანობა. ატარეთ ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი, გიშერი, მარგალიტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ტერფები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

მოერიდეთ ვალის აღებას, ახალი საქმის დაწყებას, საიდუმლო სასიყვარულო კავშირს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ახალი საქმის დაგეგმვა, ქორწინება. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი ან შავი გიაცინტი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თვალები, ტერფები, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული