ჰოროსკოპი და შეუცნობელი

არის დღეები, როცა ადამიანებში ინტუიცია გამძაფრებულია და მის კარნახს უნდა ენდოთ

№26

ავტორი: ნონა დათეშიძე 53 წუთის წინ

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

როცა ადამიანებში ინტუიცია გამძაფრებულია, მის კარნახს უნდა ენდოთ, რომ საქმეშიც ადვილად მიაღწიოთ წარმატებას და შესაძლო საფრთხეებიც უპრობლემოდ აიცილოთ თავიდან. წლის გარკვეულ პერიოდში კი ადამიანებში გაძლიერებულია ტელეპათიური და წინასწარმეტყველური ნიჭი. ამ დროს შეიძლება, ადამიანმა გაუცნობიერებლად თქვას ისეთი რამ, რაც შემდეგ ახდება. შესაძლია, თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ფაქტები თავად მიგანიშნებთ ამაზე და ეს აუცილებლად უნდა დაინახოთ. ასეთი პერიოდი ყველა ადამიანს აქვს და ამ დროს ის მეტად მგრძნობიარეა.

იმის გაგება, რომ თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭი ზენიტშია ან ტელეპათიური ხედვა გაქვთ გამძაფრებული, საკმაოდ ადვილია, თუ თქვენი ქცევებისა და ხასიათის ცვლილებას დაუგდებთ ყურს.

ინტუიცია მაშინ არის მომატებული და წინასწარმეტყველური აღქმა გაძლიერებული, როცა გინდათ, ყველასგან შორს იყოთ, განმარტოვდეთ, იფიქროთ განვლილ ცხოვრებაზე და გააანალიზოთ წარსულში მომხდარი დეტალები. საკუთარ თავში იკეტებით და სიმშვიდეს მხოლოდ ფიქრში განიცდით. ამ დროს კი გამძაფრებულია როგორც წინასწარმეტყველური, ასევე, ტელეპათიური უნარი და ეს შეგრძნებები აშკარად შესამჩნევი ხდება.

აზრი და ფიქრი, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული ინსტრუმენტებია, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. ამ დროს ინტუიციაც მძაფრდება და ადვილად შეძლებთ მომავლის სასიკეთოდ შეცვლას. შექმნილი ფონის ხარჯზე, ფიქრისა და აზრის დონეზე ხდება ყოველივე ამის გაგზავნა სამყაროში, შემდეგ კი ეს გზავნილი ინფორმაციის სახით უკან გვიბრუნდება. ასე რომ, ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა ადამიანებისთვის სრულიად შესაძლებელი და რეალური ფაქტია.

განცდებიც სხვა არაფერია, თუ არა, ენერგეტიკული მუხტი, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და თუ ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ტელეპათიური შეგრძნებების ფონზე უფრო მძაფრდება და ძლიერდება. როცა სიყვარულზე სიყვარულით გპასუხობენ, იქ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი და შესაბამისად, შეგრძნებებიც წინასწარმეტყველური ხდება. ხოლო, რაც უფრო დიდხანს გრძელდება სასიყვარულო ურთიერთობა, მით მეტად იზრდება შეყვარებულებს შორის წინასწარმეტყველური და ტელეპათიური მოვლენები და შეგრძნებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი