კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 04.07
კითხვა: თვალების ქვეშ მუქი კანი მაქვს, რომელზეც პატარ-პატარა ლაქებიც გამიჩნდა. როგორ დავფარო ეს პრობლემა?
პასუხი: შავი წრეები თვალებქვეშ, გამონაყარი ან ნებისმიერი ტიპის ლაქა შეგიძლიათ, კორექტორით დაფაროთ. გაითვალისწინეთ, რომ კორექტორი ტონალურზე ერთი ან ორი ტონით ღია უნდა იყოს.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ გამოიყენება კოსმეტიკაში ასკილის ზეთი და კონკრეტულად რას შველის?
პასუხი: ასკილის ზეთი, მასში შემავალი კომპონენტების დამსახურებით, აფერხებს ნაოჭების გაჩენას, ამცირებს უკვე წარმოქმნილს, კანს ხდის მეტად მკვრივსა და ელასტიკურს. ამის გარდა ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება კანის პიგმენტაციის შესამცირებლად და კოსმეტიკური დეფექტების აღმოსაფხვრელად. არაჩვეულებრივი საშუალებაა დაღლილი და მოდუნებული, მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. შეიძლება, წაისვათ თვალების ირგვლივაც. აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ავიწროებს ფორებს. თვალების ირგვლივ არსებულ ნაზ, თხელ კანზე შეიძლება, წაისვათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე განუსაზღვრელი რაოდენობით შეურიოთ ნებისმიერ მალამოს, რომელსაც თვალების ირგვლივ იყენებთ. მშრალი, მოდუნებული სახის კანისთვის ასკილის ზეთი შეიძლება, გამოიყენოთ როგორც სუფთა სახით, გაუზავებლად, ასევე, დაუმატოთ მზა მალამოებს. თუმცა, კანის ცხიმიანობისა და გამონაყრის შემთხვევაში მისი სუფთა სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის.
კითხვა: რამდენად ეფექტური და კარგია კბილის ჯაგრისით ტუჩის მასაჟი?
პასუხი: დიახ, ეფექტურია. თუ გსურთ ვარდისფერი, ფუმფულა და ნაზი ტუჩები გქონდეთ, ის პერიოდულად კბილის ჯაგრისით დაიმასაჟეთ.
კითხვა: ხშირად მიხმება წამწამების ასაპრეხი ტუში. არ ვიცი, ღია მრჩება თუ სხვა რამის ბრალია. რა ვუშველო?
პასუხი: თუ წამწამების ასაპრეხი ტუში გამოშრა, ის რამდენიმე წუთით ცხელ წყალში მოათავსეთ ან მასში რამდენიმე წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი ჩაასხით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




