კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00
ორშაბათი
მოიმატებს იღბალი და ინტუიცია. არ ვარგა თმის შეჭრა, სესხის აღება, ახალი საქმის დაწყება. კარგია ქორწინება, ხელის თხოვნა, საოჯახო საქმიანობა. ატარეთ მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი ან იაგუნდი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ტერფები, თავი, ლიმფური და ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ რისკს, სულსწრაფობას, აზარტს, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ბრილიანტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, ხელშეკრულების დადებას, თმის შეჭრას. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მგზავრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი ან ქარვა. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება თავი, ყველი, სისხლძარღვები, თვალები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ. მაღალია ეჭვიანობის ალბათობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებას, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია ახალი ნაცნობობა, ქორწინება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ძოწი, ქარვა, მარგალიტი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
პარასკევი
მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას, რისკს და სულსწრაფობას. კარგია ვაჭრობა, საყიდლების გაკეთება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მშენებლობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
ნუ წამოიწყებთ ბიზნესს. მეტად უსმინეთ სხვებს. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას. კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია. კარგია ტექნიკის შეძენა, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ბრონქები, ფილტვები, ხელები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
კვირა
ნუ იჩქარებთ. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას, რემონტის დაწყებას. კარგია ტექნიკის შეძენა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, გიაცინტი, აკვამარინი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



