კვირის პროგნოზი 6-12 ივლისი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
საქმიან ურთიერთობებში, ყურადღებით შეარჩიეთ პარტნიორები. მოგზაურობისას, შესაძლებელია ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან თქვენი ენერგობალანსი შემცირებულია.
კურო ♉
მოიმატებს ინტუიცია. ადვილად მოახდენთ გავლენას გარშემომყოფებზე. თუ წინასწარ შეიმუშავებთ ზუსტ გეგმას, არ გაგიჭირდებათ უშეცდომოდ მოქმედება და მიზნის მიღწევა. მხარდაჭერას მიიღებთ ოჯახის წევრებისგან და საყვარელი ადამიანისგან.
ტყუპები ♊
სასიყვარულო ურთიერთობაში, უფრო ღრმა გახდება თქვენი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებული იქნება თქვენს ოპტიმიზმზე. კარგი დროა სამკურნალო პროცედურების ჩატარებისთვის.
კირჩხიბი ♋
ფინანსებთან დაკავშირებით ნუ გარისკავთ. გაიცანით ახალი ხალხი და დაამყარეთ საჭირო კავშირები. ოჯახის წევრებს ყველა წვრილმანის გამო ნუ აუხირდებით და მეტი მოთმინებით მოეკიდეთ მშობლების რჩევებს.
ლომი ♌
სერიოზულად დაფიქრდით არა მარტო საქმეებზე, არამედ სამომავლო ცხოვრებისეულ მიზნებზე და მათი მიღწევის საშუალებებზე. გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა, გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა.
ქალწული ♍
რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ საზოგადოებაში, მით მეტი საქმიანი პერსპექტივა გაგიჩნდებათ. მოწესრიგდება ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. გაგიადვილდებათ მოლაპარაკებების ჩატარება და შეთანხმების მიღწევა.
სასწორი ♎
ახალი კავშირები დაგეხმარებათ სარფიანი მოლაპარაკებების ჩატარებაში. შესაძლებელია კარიერაში წინსვლა. რომანტიკული განწყობა შემოქმედებითი მუშაობისთვის სტიმული გახდება. კარგი დროა, ჯანმრთელობის მოწესრიგებისა და ძალების აღდგენისათვის.
მორიელი ♏
მოერიდეთ რთული საკითხების გადაწყვეტას. მეტად მიენდეთ საყვარელ ადამიანს. ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ აისრულოთ ოცნებები. არ ენდოთ უცნობებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
მშვილდოსანი ♐
გადაადგილებების, ურთიერთობებისა და შეხვედრების პერიოდია, რომელიც უნდა გამოიყენოთ საქმიანი ვიზიტების, მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დასადებად. მოერიდეთ სარისკო და კრიზისულ სიტუაციებს, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
თხის რქა ♑
მეტი დრო დაუთმეთ პირად პრობლემებს, სასიყვარულო ურთიერთობას, გარეგნობის გაუმჯობესებასა და კარიერაში წინსვლას. დრო ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების დამყარებასა და მოლაპარაკებების ჩატარებას.
მერწყული ♒
ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. მოგზაურობა ბევრ სიამოვნებას გპირდებათ. პირად ურთიერთობებში კი, თავისუფლების მოთხოვნილება და პასუხისმგებლობის შემცირება სასიყვარულო პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
თევზები ♓
გაუმჯობესდება განწყობა, გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი. მოიმატებს შემოსავლები და გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობები. საქმეებში გონივრული რისკი გამართლებულია. კარგი დროა მოგზაურობისთვისაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




