ტესტები

უჩვეულო ტესტი ხასიათზე

№42

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 29.10

ტესტი
დაკოპირებულია

სავარცხელი, რომელსაც ქალი ხშირად იყენებს, მის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. გთავაზობთ მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის წყალობით ქალის ხასიათის თვისებების განსაზღვრა და მამაკაცების მიმართ მისი დამოკიდებულების გაგება შეიძლება. უბრალოდ, აირჩიეთ სავარცხელი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ და შედეგებს გაეცანით.

#1

მამაკაცების უმეტესობა სწორედ ასეთ ქალზე ოცნებობს. საყვარელი, ნაზი, სუსტი. ასეთი სავარცხელის მოყვარულს ძალიან მსუბუქი და ქალური გარდერობი აქვს, ძირითადად, კაბები, დახვეწილი ქვედაბოლოები და აბრეშუმის ბლუზები. მისი მიმზიდველი ქარიზმა ისაა, რითაც სხვა ქალებისგან გამოირჩევა.

#2

ეს ლიდერის არჩევანია. ძლიერი და მიზანდასახული ქალია. როგორც მინიმუმ, წარმატებული კარიერისკენ მიისწრაფვის. მარტოობა არ აშინებს. თითქმის ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის, ყველაზე სანდო ადამიანის, იმედზე არიან. ასეთი ქალის გადაყვარება კი შეუძლებელია.

#3

წესრიგის მოყვარულები არიან. სახლშიც, როგორც თავში, ყველაფერი თაროებზე დალაგებული უნდა იყოს. ფულს არ ფლანგავენ და სახლს უსარგებლო ნივთებით არ ავსებენ. მოგზაურობა, ჯანმრთელობა და განათლება – ისაა, რაზეც ფულს სიამოვნებით ხარჯავენ. მეგობრებს, როგორც ცხოვრების მეგზურს დიდი სიფრთხილით ირჩევთ. „არაფერი ზედმეტი“ – თქვენი ცხოვრების დევიზია.

#4

საკუთარ ბიუჯეტს ყოველთვის რაციონალურად ანაწილებენ და ფულს ზოგავენ. ყველას ახლოს არ უშვებენ, თუმცა სხვების თვალში საკმაოდ კომუნიკაბელურ და სასიამოვნო პიროვნებად რჩებიან. ასეთი ტიპის ქალს ყველაფერში იდეალური წესრიგი უყვარს. მოდუნდით, მოთმინება გამოიჩინეთ და სიყვარულიც არ დააყოვნებს.

#5

ასეთი სავარცხლის მოყვარული გულახდილობითა და სიკეთით გამოირჩევა. ზოგი ზედმეტად უბრალოდ მიიჩნევს, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ღრმა და ნათელი ადამიანები არიან. ასეთ ქალს არ შეუძლია დიდხანს გაბრაზება, წყენის ან ნეგატივის დამახსოვრება. ის არა მხოლოდ საყვარელი ქალი, არამედ საუკეთესო მეგობარია.

#6

ასეთი ქალი ძლიერი და თავდაჯერებულია, რომელიც ყოველთვის პირდაპირ, შელამაზების გარეშე ამბობს სიმართლეს. უპირატესობას ანიჭებს კომფორტს. ასეთი სავარცხლის მოყვარულს სძულს ინტრიგები, ჭორაობა, თავხედობა ან ტრაბახი. ურთიერთობაში მაქსიმალურად გულწრფელი და გახსნილია.

#7

ვინც ამ სავარცხელს იყენებს, მისთვის ნებისმიერი სიურპრიზი და სიახლე უცხოა. საკმაოდ კონსერვატიული, პრაგმატული და რეალისტია. უყვარს ყველაფრის გადამოწმება და გაკონტროლება, ამიტომ ყოველთვის სტაბილურობას ირჩევს. ასეთი სავარცხლის მოყვარული მშვიდ და რაციონალურ მამაკაცს ირჩევს, რომელთანაც ღრმა სიბერემდე იცხოვრებს.

#8

ჰარმონიული, გულახდილი ადამიანია. ასეთი ქალი „საკუთარ ტალღაზე“ ცხოვრობს და საერთოდ არ შეუძლია, ვინმეს აწყენინოს. დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. სხვის ცხოვრებაში ჩარევა არ ახასიათებს. ზუსტად იცის, რომ ყოველი წუთი უნდა დააფასოს და იხაროს ყოველი დღით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი