ტესტები

ცხვირი და ხასიათი

№40

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 16.10, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

მოდი, დღეს ცხვირის ფორმის მიხედვით განვსაზღვროთ თქვენი პიროვნული თვისებები. ამბობენ, რომ გარეგნობის ნებისმიერი დეტალი – დაწყებული წარბის რკალით, დასრულებული ფეხის თითების ფორმით – ადამიანს უნიკალურს ხდის და ბევრს გვიამბობს მის ხასიათზე.

ყურადღებით დახედეთ შემოთავაზებულ სურათს და აირჩიეთ ის ცხვირი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს თქვენსას, მერე კი ნახეთ შედეგი:

#1 ნუბიური ცხვირი

ასეთი ცხვირის მქონეები ძალიან ცნობისმოყვარეები და ემოციურები არიან, ოპტიმიზმისკენ მიდრეკილები და ყოველთვის გახსნილები რაღაც ახლისა და საინტერესოსთვის. გამოირჩევიან მოკრძალებით. თუმცა აზრის ჩამოყალიბების მათეული მანერა, უბრალოდ, აღგაფრთოვანებთ.

#2 ბერძნული ცხვირი

ასეთი ცხვირი წინდახედულობასა და პრაქტიკულობაზე მეტყველებს. რაც მთავარია, ასეთი ცხვირის მქონეები საოცრად ერთგულები არიან. არ უყვართ ჭორაობა და არ უჭირთ სხვების საიდუმლოს შენახვა. სამაგიეროდ, უჭირთ ადამიანების ნდობა და მათთვის გულის გადაშლა.

#3 კაუჭა ცხვირი

ასეთი ცხვირის მქონეები არიან თავდაჯერებულები, უყვართ ფიქრი. არ ეშინიათ რისკის. თვისება, რომელიც სხვებისგან გამოარჩევთ – ეს არის ასაკისთვის შეუფერებლად განვითარებული სიბრძნე.

#4 თაღისებური ცხვირი

ასეთი ცხვირის მქონეებისგან შესანიშნავი მმართველები გამოდიან. არიან აქტიურები, ორგანიზებულები და შესაბამისად, საქმეში წარმატებული. აქვთ უნარი, იქცნენ მისაბაძ მაგალითად. ძალიან დიდ დროს უთმობენ კარიერას, ამასთან, ზრუნავენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე. ვერ იტანენ ღალატს და შეუძლიათ, ბევრი პრობლემა შეუქმნან იმას, ვინც მათ მოტყუებას შეეცდება.

#5 მოკლე და დახვეწილი ცხვირი

მტკიცე, ნებისყოფიანი, სპონტანური – ეს ყველაფერი სწორედ ასეთი ცხვირის მქონეებს ახასიათებთ. არიან ძალიან შრომისმოყვარეები. უყვართ დროის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენება.

#6 სწორი ცხვირი

ასეთი ცხვირის მქონეები შესანიშნავად მართავენ საკუთარ ემოციებს. კარგად ერკვევიან სხვების გრძნობებში, რაც მათ მაღალგანვითარებულ ემპათიურობაზე მეტყველებს. არიან უკიდურესად მომთმენები, მშვიდები. ვერ იტანენ პროვოკაციებს. მდგომარეობიდან მხოლოდ მაშინ გამოდიან, როცა საქმე ოჯახის წევრების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ეხება.

#7 კეხიანი ცხვირი

ასეთებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ემოციურები და მგრძნობიარეები. მათი წყენინება ძალიან იოლია. მიუხედავად ამისა, არ უყვართ საკუთარ განცდებსა და პრობლემებზე წუწუნი. ტკივილს ღიმილს მიღმა მალავენ და ყოველთვის მზად არიან დახმარების გასაწევად, თანაც, ყოველგვარი ანგარების გარეშე.

#8 მოღუნული ცხვირი

ასეთი ცხვირის მქონენი ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო და მსუბუქები არიან. აქვთ მოსმენის შესანიშნავი უნარი. არასდროს არ აფასებენ წიგნს ყდის მიხედვით. ასეთებისგან კარგი მეგობრები და ერთგული პარტნიორები გამოდიან, ვინაიდან ყოველთვის ფიქრობენ სხვებზე და ყურადღებას აქცევენ მათ გრძნობებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი