ტესტი თქვენს შინაგან ძალაზე
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 08.10

რთულ სიტუაციაში იძულებული ვართ, მთელი ჩვენი შინაგანი ძალა წარმოვაჩინოთ.
ცხოველები, რომლებსაც გამოსახულებაზე ხედავთ, თქვენი სულიერი ძალის უნიკალურ სიმბოლოებს წარმოადგენენ. შეხედეთ გამოსახულებას, რომელიც ქვემოთ არის მოცემული და თქვით, პირველად რომელი ცხოველი მოგხვდათ თვალში. გაიგეთ, რისი სიმბოლოა ცხოველი, რომელიც პირველად შენიშნეთ და რაში გამოიხატება თქვენი შინაგანი ძალა.
სპილო
სპილო ძალის, მოწიფულობის, სიბრძნისა და მოთმინების სიმბოლოა. სპილო – ეს გახლავთ ცხოველი, რომელიც ძალიან ძლიერია და არა მხოლოდ ფიზიკურად. გრძნობთ, რომ შეგიძლიათ, ძლიერი იყოთ ექსტრემალურ სიტუაციებში და როცა ეს საჭიროა, ჭკვიანურად იმოქმედოთ. დარწმუნებული ხართ თქვენს შესაძლებლობებში, მაგრამ მოვალეობებს სხვებს არ უნაწილებთ და არც სხვებში გამორჩევა გიყვართ. ფაქტებს საშუალებას აძლევთ თქვენ მაგივრად ილაპარაკონ და გარშემო მყოფები ამას ძალიან აფასებენ.
ლომი
როდესაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ, უფრო თამამი და მამაცი ხდებით, ვიდრე სიტუაციის ხანგრძლივი აწონ-დაწონისას. თქვენი ძალა სისწრაფეში, სიმამაცესა და შეტევაშია. მეორე მხრივ, ლომი იმ სულის სიმბოლოა, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს თავისი გრძნობებისა და ემოციების დაფარვას.
ირემი
თუ პირველად ირემი დაინახეთ, რომლის რქებიც ფოტოზე საკმაოდ გამოკვეთილია, ესე იგი, თქვენი შინაგანი ძალა თქვენი სულის კეთილშობილებასა და ჭეშმარიტების სიყვარულშია. ყოველთვის ეცდებით სამართლიანი, ღია და ობიექტურ ადამიანად დარჩეთ. როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გჭირდებათ, ყველა არგუმენტს წონით და ლოგიკურად იწყებთ ფიქრს, ამ დროს ემოციებსა და გრძნობებს ადგილს არ უტოვებთ. რეალურად აფასებთ საკუთარ თავს, ამაყობთ თქვენი სულითა და ინტელექტით, გარშემო მყოფებიც ამ თვისებებით გაფასებენ.
კურდღელი
კურდღელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველია, რომელიც ახალი წამოწყებების, იმედისა და შესაძლებლობების სიმბოლოა. კრეატიულობის გარდა, კურდღელი თავისუფალი და იღბლიანი სულით გამოირჩევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან