ტესტები

სტილი და თქვენი თვისებები

№44

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

დაფიქრდით, რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას ყოველდღიურობაში და გაიგეთ, რას ამბობს ეს თქვენს ფარულ თვისებებზე.

ნახეთ სურათები და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული.

1. რომანტიკული და ქალური სტილი

ჰაეროვანი კაბები, ყვავილების პრინტი, რუშები, პასტელური ფერები.

მგრძნობიარე, ემპათიური და შემოქმედებითი ბუნების პატრონი ხართ. გაქვთ განვითარებული ინტუიცია, გიყვართ გარშემო მყოფებზე ზრუნვა და სილამაზის შემჩნევა წვრილმანებში. გულუბრყვილო და მოწყვლადი ხართ, მიდრეკილი ადამიანებისა და სიტუაციების იდეალიზებისკენ, რის გამოც იმედგაცრუებას მწვავედ განიცდით.

2. ექსტრავაგანტური და ბოჰემური სტილი

მშვიდი ფერები, ორიგინალური აქსესუარები, ასიმეტრია

იდეებით სავსე, არასტანდარტულად მოაზროვნე და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. არ გეშინიათ ყურადღების ცენტრში ყოფნის და გამოირჩევით ძლიერი ინდივიდუალიზმით. თქვენი შინაგანი სამყარო ხშირად ქაოსურია. ორიგინალური იმიჯით ფარავთ შინაგან ეჭვებსა და აღიარების ძლიერ საჭიროებას.

3. სპორტული და (ყოველდღიური) სტილი

ჯინსები, ბოტასები, ჰუდები, თავისუფალი მაისურები უშუალო, პრაქტიკული და თავისუფლებისმოყვარე პიროვნება ხართ. თქვენთვის მთავარი შინაგანი ჰარმონია და კომფორტია. არ გიყვართ ხელოვნური ჩარჩოები და ადამიანებში უპირველესად გულწრფელობას აფასებთ. ზოგჯერ გაურბიხართ სერიოზულ პასუხისმგებლობებს ან ცდილობთ, არ შეეხოთ სიღრმისეულ პრობლემებს, რათა არ დაირღვეს თქვენი სიმშვიდის ზონა.

4. კლასიკური და ელეგანტური სტილი

პიჯაკები, ფანქარი-ქვედაბოლოები, მკაცრი ჭრა და ნეიტრალური ტონები

ბუნებით ორგანიზებული, დისციპლინირებული და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. აფასებთ ხარისხს, წესრიგსა და ტრადიციებს. გარშემო მყოფებისთვის საიმედო პარტნიორი ხშირად ითხოვთ მაქსიმუმს როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგან. ზოგჯერ გიჭირთ ემოციების აშკარად გამოხატვა და კონტროლის დაკარგვის გეშინიათ.

5. მინიმალისტური სტილი

მონოქრომული ფერები, ზედმეტი დეტალების გარეშე რაციონალური, გაწონასწორებული და მიზანდასახული ხართ. იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან და არ ხარჯავთ ენერგიას არარსებით დეტალებზე. აფასებთ ფუნქციურობასა და სიმარტივეს. შესაძლოა, გარშემო მყოფებს ცივი ან ჩაკეტილი ადამიანი ეგონოთ, თუმცა, თქვენ, უბრალოდ, უფრთხილდებით თქვენს პირად სივრცეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი