მითხარი როგორი ფეხსაცმელი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 26.02, 2023 წელი

თუ ქალის გარდერობს გამოაღებთ ან კოსმეტიკის ჩანთაში ჩაიხედავთ, მის ხასიათზე ბევრ რამეს გაიგებთ. საყვარელი ფეხსაცმელი პიროვნებას დეტალურად აღწერს. დაფიქრდით, როგორი ფეხსაცმელი მოგწონთ ყველაზე მეტად და წაიკითხეთ თქვენი ხასიათის აღწერა. საოცარია, როგორ შეუძლია საყვარელ ფეხსაცმელს ჩვენი საიდუმლოებების გაცემა. მოდი, მოვიშოროთ სტერეოტიპები:
👉კედი ან ბოტასი – თუ უპირატესობას სპორტულ ფეხსაცმელს ანიჭებთ, გულახდილი და თავდაჯერებული ხართ. მტკიცე, თამამი და უკომპრომისო ხასიათი გაქვთ. საკმარისი მეგობრები გყავთ, მაგრამ თქვენი გარემოცვიდან ბევრს პირდაპირობისა და გულწრფელობის გამო არ მოსწონხართ. თუ მიზანი გაქვთ, მისკენ მთელი სიჩქარით მიიწევთ;
👉„ბალეტკა“ – ოდრი ჰეპბერნის საყვარელი ფეხსაცმელი. თუ ცნობილი მსახიობის მსგავსად, უპირატესობას ამ კომფორტულ, ელეგანტურ ფეხსაცმელს ანიჭებთ, გულისხმიერი, კეთილი და ყურადღებიანი ხართ. სახლის კომფორტი თქვენი პრიორიტეტია. ბუნებამ თქვენში სხვებზე ზრუნვა, დაუცველების მფარველობა და უსახლკარო ცხოველების მოვლა ჩადო;
👉ქუსლიანი ფეხსაცმელი – პირველი შთაბეჭდილება თქვენზე: თავდაჯერებული, ნათელი, მიზანდასახული ქალი ხართ. სახლში კი, როცა 15-სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელს იხდით და ჩუსტს იცვამთ, უწყინარი და ჰარმონიული ხდებით;
👉დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი – ასეთი ფეხსაცმელი საქმიან ქალს მოსწონს. ამბიციური, პრაქტიკული და შრომისმოყვარე ხართ. ზოგჯერ სხვების სწავლა, მათთვის გამოცდილების გაზიარება გიყვართ, თუმცა არავის მისცემთ უფლებას, რომ რამე გასწავლოთ;
👉შუზი – შუზი ყველაფერს უხდება: საზაფხულო კაბას და საშემოდგომო პალტოს, კოლგოტს, წინდას ან, უბრალოდ, შიშველ ფეხს. თუ ეს თქვენი საყვარელი ფეხსაცმელია, კეთილმოსურნე გარეგნობის მიუხედავად, კარგად არავინ გიცნობთ. კონცენტრირებული ხართ საკუთარ თავსა და მიზნებზე და სასურველს ყოველთვის აღწევთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან