რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე ზუსტად ახლა
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 13.08

ეს ფსიქოლოგიური ტესტი თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლოებებს გამოამჟღავნებს. დაუფიქრებლად უპასუხეთ, რა დაინახეთ ამ სურათზე პირველად. მერე შედეგები წაიკითხეთ.
ასანთი
თუ სურათზე პირველად ასანთი შეამჩნიეთ, თქვენს ემოციურ მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. რადგან ასანთივით, მიზეზით თუ უმიზეზოდ, ადვილად ფეთქდებით. შეჩერდით და ამოისუნთქეთ! გაატარეთ დრო ახლობლებთან ერთად, ბუნებაში გაისეირნეთ, საყვარელი საქმით დაკავდით, თქვენი სულიერი ენერგია აღიდგინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინანებთ.
სახე
თუ სურათზე სახე დაინახეთ, მეგობრები უნდა გაიხსენოთ. ასეთი ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობა გაკლიათ და შინაგანად მარტოსული ხართ. შესაძლოა, მეორე ნახევართან ურთიერთობაში დისკომფორტს განიცდით. გადააბიჯეთ ამ ცივ კედელს და ილაპარაკეთ! ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რომ დრო წყენასა და დუმილში გაატაროთ. რაც უფრო ნაკლებად იქნება გულგრილობა თქვენს ცხოვრებაში, თავს უფრო უკეთ იგრძნობთ.
დედამიწა
თუ სურათზე დედამიწა დაინახეთ, ფსიქოლოგია თქვენი მოკავშირეა! ასეთი ნიშანი უსაზღვრო შესაძლებლობას გპირდებათ, მაგრამ საკუთარ თავსა და პირად განვითარებაზე უნდა იმუშაოთ. მოუსმინეთ შინაგან ხმას, გაერკვიეთ საკუთარ თავში და ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...