ტესტები

ნახატი და პიროვნება

№23

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 16.06

ტესტი
დაკოპირებულია

ეს ტესტი რამდენიმე კვლევაზეა დამყარებული. დახედეთ სურათს. პირველად რომელი ცხოველი დაინახეთ? საქმე ისაა, რომ ჩვენს ინსტინქტებს პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენს პიროვნებასთან, ამიტომ იმან, რასაც პირველად დაინახავთ, შეიძლება, საკუთარ თავზე ბევრი რამ გიამბოთ.

• ჟირაფი

თუ პირველად ჟირაფი დაინახეთ, ჯიუტი ხართ. არ იცვლით საკუთარ შეხედულებას. ჟირაფის მსგავსად, შეგიძლიათ, საგნებს სხვა პერსპექტივიდან შეხედოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიქრობთ, რომ თქვენ აზროვნების მასშტაბით სხვებზე მაღლა დგახართ. რასაც შესაძლოა, მოჰყვეს დისტანცირება საყვარელი ადამიანებისგან.

• ლომი

ლომები უკიდურესად ამაყი ცხოველები არიან. თუ სურათზე პირველად ლომი დაინახეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარი წესებით ცხოვრების სურვილი გაქვთ. თქვენი საყვარელი ადამიანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტებში სწორედ თქვენ გენდობიან, რადგან იციან, რომ არაფერზე დაიხევთ უკან, როგორი განსაცდელის წინაშეც არ უნდა იდგეთ, არ დანებდებით.

• აქლემი

თქვენი ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გექცევიან. ადამიანის დასახმარებლად ყოველთვის მზად ხართ, მაგრამ თუ დაინახეთ, რომ ვინმე თქვენი სიკეთით სარგებლობს, სამუდამოდ განდევნით თქვენი ცხოვრებიდან. აქლემები ძლიერები და შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასვენება არ სჭირდებათ. თუ აქლემი დაიღალა და დაეცა, მისი ფეხზე წამოყენება თითქმის შეუძლებელია.

• სპილო

თუ ვინმე გზაზე გადაგიდგებათ, ძალიან ინანებს. თქვენ წყენას აპატიებთ, მაგრამ არ ივიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პიროვნება ბევრს შიშს ჰგვრის, სანდო ადამიანების გარემოცვაში ლმობიერი და მხიარული ხართ.

• ხარი

თავდაჯერებული ადამიანი ხართ. თავს არ იღლით იმაზე ფიქრით, როგორ მოერგოთ საყოველთაოდ მიღებულ წესებს, რადგან საკუთარი წესები გაქვთ. ერთადერთი, რასაც ვერ იტანთ, თვალთმაქცობაა. თქვენ არ გეშინიათ, რომ საგნებს საკუთარი სახელი უწოდოთ.

• ცხენი

თუ პირველად ცხენი დაინახეთ, შეგიძლიათ, შეუსვენებლად აკეთოთ საქმე, მაშინაც კი, თუ ეს თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გიყვართ კომპეტენტურ ადამიანებთან ურთიერთობა და მუშაობა. ვერ ეგუებით მატყუარებს და ეს მათთან ურთიერთობისას სახეზეც გემჩნევათ.

• დათვი

ჯიუტი ხართ. მიუხედავად პრობლემებისა, კარგად ხართ იქ, სადაც ხართ. თქვენ უძლებთ „ფუტკრების კბენას“, მაგრამ არც კი ფიქრობთ სტრატეგიის ან აზრის შეცვლაზე. მოთმინებით ელოდებით, როდის განვითარდება მოვლენები თქვენ სასარგებლოდ.

• ძაღლი

თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ხართ, რომელიც ურთიერთობაში ყველაფერს დებს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. ერთადერთი, რისი პატიება და დავიწყებაც არ შეგიძლიათ, ღალატია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა