ტესტები

იპოვე პასუხი კითხვაზე

№18

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 14.05, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგიური ტესტები კარგია იმით, რომ ერთ წუთში შეგიძლიათ, იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომლის გაგებაც გინდოდათ. ადამიანი, ტესტების დახმარებით ქვეცნობიერიდან ყოველთვის იპოვის პასუხს და ბევრი რამის გარკვევაშიც დაგვეხმარება.

მოცემულ სურათზე აირჩიეთ ერთ-ერთი გამოსახულება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ გაშიფვრა.

პასუხები:

1. თუ პირდაპირ პირველ თვალზე შეჩერდით, ეს თქვენს ერთგვარ შებოჭილობაზე მიანიშნებს. მას ის პიროვნება ირჩევს, რომელიც ყველაფერს თავისთვის ინახავს. ფსიქოლოგები გირჩევენ, ადამიანების ნდობა ისწავლოთ და მათ გული ხშირად გადაუშალოთ. მთელი ცხოვრება ნაჭუჭში ყოფნა შეუძლებელია. გირჩევთ, ჩვეული ჩარჩოდან გამოხვიდეთ, რადგან სამყარო არც ისეთი რთულია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

2. მეორე გამოსახულებას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ზრახვებს ნიღბის ქვეშ მალავენ. უნდა იცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება და ეს დიდი დარტყმა იქნება. ნამდვილად არ ღირს სიმართლის მიმართ ასეთი შიში.

3. ამ არჩევანს აკეთებს ადამიანი, ვის ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის ბრძოლა მიდის. უფრო ხშირად მოუსმინეთ, რას გეუბნებათ შინაგანი „მე“. იქნებ მოვიდა დრო, საკუთარ თავთან უფრო გულწრფელი იყოთ.

4. მეოთხე გამოსახულებას ირჩევს ადამიანი, ვისაც ყველაფერი ახალი აშინებს. ახალი სამსახური, ახალი ქალაქი და ახალი ხალხი არ ახარებს. ქვეცნობიერად ყველა შესაძლო ბარიერს ქმნის, რომელიც რაიმეს შეცვლაში ხელს შეუშლის. შესაძლოა, ამ გამოგონილ ღობეზე გადაბიჯება საკმარისია, რომ ცხოვრება ახალი ფერებით შეივსოს.

5. მეხუთე თვალს ნამდვილი შრომისმოყვარე ადამიანები ირჩევენ, ისინი, ვინც ცხოვრების მთავარ მიზანს სამსახურში ხედავენ. ამ შემთხვევაში ქვეცნობიერი მიგანიშნებთ, რომ ზედმეტი არ გააკეთოთ, სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ. დროა, ცოტა დაისვენოთ და მომავალზე დაფიქრდეთ.

6. ბოლო გამოსახულებას ხშირად ირჩევს ის ადამიანი, რომელიც არა საკუთარი სურვილებით, არამედ სხვების მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ქვეცნობიერად ადამიანი ხვდება, რომ საკუთარ მიზნებს უკან სწევს. ზედმეტი არ იქნება, თუ შინაგან ხმას მოუსმენთ. რომ ზოგჯერ მაინც ისე მოიქცეთ, როგორც მხოლოდ თქვენ გინდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი