ტესტები

აღმოაჩინე დაფარული სურვილები

№29

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.08

ტესტი
დაკოპირებულია

საკუთარ სურვილებს ყოველთვის გულწრფელად ვერ გამოვხატავთ და ამას შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. თუმცა, ფსიქოლოგიური ტესტები შესანიშნავი საშუალებაა დაფარული სურვილების აღმოსაჩენად. გთავაზობთ ერთ სახალისო ექსპერიმენტს – სურათზე სხვადასხვა ხილია გამოსახული. აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და მოგწონთ. არჩევანი თქვენს სურვილებს ზუსტად გამოიცნობს:

პასუხები:

1. თქვენი დაფარული სურვილია, რომ იახტიდან მზის ჩასვლის საოცარ სურათს შეხედოთ და ზღვით დატკბეთ. ახლობელ ადამიანებთან ერთად იმოგზაუროთ, თვალწარმტაცი სილამაზით ისიამოვნოთ და ზღვის სასიამოვნო ენერგია მიიღოთ.

2. ზღვის სანაპიროზე ხმაურიანი წვეულების მოწყობა, გართობა, ცეკვა, მეგობრებთან ერთად სიცილი და დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ. მსგავსი აქტივობით ძალიან ბედნიერი იქნებით და ეს თქვენი ფარული ოცნებაა.

3. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და ახალი თავგადასავლების აღმოჩენაზე ოცნებობთ. ესაა ის, რაზეც ახლა ფიქრობთ, რომ ასეთი მოგზაურობა ცხოვრების ხალისს კიდევ უფრო მეტად აგიმაღლებთ და მოტივაციას მოგცემთ.

4. თქვენი ფარული ოცნებაა, რომ მთაში აღმოჩნდეთ და საოცარი ემოციები მიიღოთ, დატკბეთ განუმეორებელი ხედებით და მთაში არსებული სიმშვიდით.

5. მუსიკალურ ფესტივალზე წასვლა, საყვარელ მუსიკაზე ცეკვა და გართობა გსურთ. ფიქრობთ, რომ ახლა მსგავსი აქტივობა ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ

6. პარაშუტით გადმოხტომაზე ოცნებობთ. ჰაერში ფრენით სულ სხვა ადამიანად იგრძნობთ თავს და ეს ემოციები მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა