საზოგადოება

შეაგროვეთ თქვენი დაუვიწყარი მოგონებები TRAVEL DOOR-თან ერთად

№23

ავტორი: „თბილისელები“ 11:14

travel door
დაკოპირებულია

Travel Door საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანიაა,რომელიც წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.კომპანიის დამფუძნებლები, ომარ ფარუკ და თამუნა პაპავა, გვესაუბრებიან Travel Door-ის ისტორიის, მომსახურებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

– როგორ და როდის დაიწყო Travel Door-ის ისტორია?

ომარ ფარუკ: ყველაფერი 2017 წელს დავიწყე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტურიზმის სფეროში ახალი ვიყავი. პირველი ტურისტი ფილიპინებიდან გვყავდა. მინდოდა, მისი მოგზაურობა განსაკუთრებული ყოფილიყო და პაკეტი, რომელიც 1500 დოლარად შევთავაზე, ფაქტობრივად, 2 000 დოლარი დამიჯდა. თუმცა, ის იმდენად კმაყოფილი იყო, რომ მოგვიანებით მისი რეკომენდაციით უამრავი ტურისტი მივიღეთ. სწორედ მაშინ გადავწყვიტე კომპანიის გაფართოება და პირველი თანამშრომლებიც ავიყვანე – მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც.

– რა იყო კომპანიის საწყისი მიმართულება და როგორ განვითარდა იგი წლების განმავლობაში?

თამუნა პაპავა: თავდაპირველად Travel Door მხოლოდ შემომყვან ტურიზმზე იყო ორიენტირებული. ჩვენი ძირითადი ბაზრები იყო გალფის ქვეყნები, ინდოეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. 2019 წლიდან დავამატეთ გამყვანი ტურებიც — რაც გულისხმობს ქართველ ტურისტთა გამგზავრებას საზღვარგარეთ. დღესდღეობით გვაქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში, წლიურად კი, დაახლოებით, 10 000-მდე სტუმარს ვემსახურებით.

– რა ტიპის ტურს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ომარი: გვაქვს ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები. ვმუშაობთ როგორც კერძო პირებთან, ასევე კორპორატიულ

კლიენტებთან – ორგანიზაციებთან, სააგენტოებთან, კომპანიებთან. სრულად ვაგვარებთ ტურისტული მოგზაურობის ყველა დეტალს, ეს იქნება ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, ტრანსფერები, ექსკურსიები თუ სხვა.

– როგორ ხდება ტურების დაჯავშნა?

თამუნა: მომხმარებლები, ძირითადად, თავად უკავშირდებიან ჩვენს ოფისს ან ონლაინ პლატფორმებს. ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოსთან – ხელშეკრულებების საფუძველზე მათ კლიენტებს ვემსახურებით ჩვენ.

– რას ურჩევთ ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვისას?

ომარი: ვურჩევთ, დაგეგმონ მოგზაურობა, მინიმუმ, 1–2 თვით ადრე. გაითვალისწინონ აქ არსებული კლიმატური პირობები, ვინაიდან, ძირითადად, ცხელი ქვეყნებიდან მოგზაურობენ. ვაწვდით ინფორმაციას ადგილობრივ ვალუტაზე, გადახდის პირობებზე და სხვა ისეთ მცირე დეტალებზეც კი, რომლებმაც მათი მოგზაურობა მაქსიმალურად სასიამოვნო უნდა გახადოს. უმეტეს შემთხვევაში მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქართული ბუნება, სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა.

რომელ ტურებზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა?

თამუნა: გამყვანი ტურების მხრივ, მოთხოვნადია ევროპის მიმართულებები, ძირითადად, დაბალი ავიატარიფების გამო. ბოლო წლებში აქტიური გახდა დუბაი, რადგან აბუ დაბიში ქუთაისიდანაც პირდაპირი ფრენა გვაქვს. ასევე, დიდი ინტერესი შეინიშნება აზიური მიმართულებების მიმართ — ბალი, შრი-ლანკა, ტაილანდი და სხვა.

– როგორ ხდება ჯგუფური და ინდივიდუალური ტურების დაგეგმვა?

- გამყვანი ტურების შემთხვევაში,ჯგუფები, ჩვეულებრივ, 20-30 ტურისტისგან შედგება. მათ თან ახლავს ქართულენოვანი წარმომადგენელი. ასეთი ტურები შედარებით ბიუჯეტურია. თითოელ ტურამდე თავად ვმოგზაურობთ, ვარჩევთ ადგილებს, სასტუმროებსა და ატრაქციებს. მაგალითად, დუბაიში შევისწავლეთ ყველა დეტალი: სასტუმროები, ადგილობრივი ტრანსპორტირება, ისეთი ობიექტები, როგორებიცაა მომავლის მუზეუმი ან სასწაულების ბაღი, რომელთა ნახვის შემდგომ ზუსტად ვიცოდით, რა შთაბეჭდილებებს მოახდენდა ესა თუ ის ატრაქცია ქართველ მომხმარებელზე.

– როგორ ახერხებთ კონკურენტუნარიან ფასებზე მუშაობას?

- ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, შესაბამისად, ხშირად გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, მათ შორის, ემიგრანტებისთვის - ვუკეთებთ უფასო ჯავშნებს. გვაქვს უპროცენტო განვადება და აქტიური მარკეტინგული კამპანიები. ასევე, ვატარებთ კონსულტაციებს მათთვის, ვისაც სურს თავად დაგეგმოს მოგზაურობა და ასე რომ ვთქვათ, ვეხმარებით სხვადასხვა სერვისის დამოუკიდებლად დაჯავშნაში.

– რას გვეტყვით კომპანიის მიღწევებზე?

ომარი: კომპანია წლების განმავლობაში ხშირად იღებდა ეროვნულ ჯილდოებს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული კომპანია, 2023 წელს კი გავხდით მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გამარჯვებული, როგორც საუკეთესო შემომყვანი კომპანია. დაჯილდოება ბერლინში გაიმართა. ასევე აღვნიშნავ, რომ ხშირად ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის ინდოეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მსოფლიოს ვაცნობთ საქართველოს, როგორც მიმზიდველ ტურისტულ დანიშნულებას.

– რამდენი თანამშრომელი ჰყავს Travel Door-ს და როგორია თქვენი ინფრასტრუქტურა?

თამუნა: კომპანიაში დაახლოებით 50 მუდმივი თანამშრომელი გვყავს, ხოლო კონტრაქტით დასაქმებული – 100-150-მდე პროფესიონალი. ჩვენი ავტოპარკი მოიცავს 12 მინივენსა და 2 ავტობუსს. წლიდან წლამდე უფრო ვიზრდებით და რა თქმა უნდა, ვვითარდებით სხვადასხვა ქვეყნებშიც, „თრეველ დოორს“ აქვს საკუთარი ოფისი ასევე, ერევანში, სომხეთში, ვინაიდან ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვთავაზობთ კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონში.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ომარი: უახლოეს მომავალში ვაპირებთ თანამედროვე ონლაინ პლატფორმის გაშვებას, სადაც ჩვენს პარტნიორებს შეეძლებათ მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი სასტუმროს დაჯავშნა, ასევე იმ სხვა სერვისების, რაც ტურისტს სამოგზაუროდ სჭირდება – ტრანსპორტირება, ავიაბილეთები, კვებით მომსახურება თუ სამოგზაურო დაზღვევა და ეს ყველაფერი ერთ პაკეტში იქნება გაერთიანებული. ეს პლატფორმა მაქსიმალურად გაამარტივებს სერვისზე წვდომას და შეამცირებს როგორც დროის, ისე ფინანსურ რესურსებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა