ენმედიცი-წლის სანდო კლინიკა თქვენი ჯანმრთელობისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 9 წუთის წინ
ენმედიცის ᲓᲐᲛᲤᲣᲫᲜᲔᲑᲔᲚᲘ , ᲑᲐᲢᲝᲜᲘ ᲙᲝᲑᲐ ᲑᲣᲠᲜᲐᲫᲔ:
– კლინიკა ენმედიცი მაღალი სტანდარტის მქონე კლინიკაა.მოგვიყევით მისი დაარსებისა და განვითარების შესახებ.
– კლინიკა ენმედიცი დაარსდანმკაფიო ხედვით და თავიდანვე გათვლილი კრიტერიიუმებით, საქართველოში შეექმნა სამედიცინო სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, თანამედროვე ტექნოლოგიები და პაციენტზე ზრუნვა ერთიან ღირებულებად იქცეოდა. ჩვენი განვითარების გზა თავიდანვე ეფუძნებოდა არა რაოდენობრივ, არამედ – ხარისხობრივ ზრდას. ჩვენი მთავარი უპირატესობა კომპლექსური მიდგომაა. პაციენტს შეუძლია კონსულტაცია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, დიაგნოზის დასმა და შემდგომი მეთვალყურეობა ერთ სივრცეში მიიღოს საუკეთესო სამედიცინო გამოცდილების შექმნას. დღეს ენმედიცი არის თანამედროვე მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აერთიანებს გამოცდილ ექიმებს, მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. თუმცა ჩვენი განვითარება ამით არ სრულდება. მედიცინა მუდმივად ვითარდება და ჩვენთვისაც პროგრესი ყოველდღიური პროცესია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს, ვზრუნავთ პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე და ვაფართოებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენს პაციენტებს კიდევ უფრო ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.
– რას წარმოადგენს დღეს კლინიკა ენმედიცის სამუშაო პროფილი, სერვისები და სამედიცინო მომსახურებები?
– დღეს ენმედიცი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც პაციენტს შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს. კლინიკის წამყვან მიმართულებას ენდოკრინოლოგია, დიაბეტისა და მეტაბოლური დაავადებების მართვა წარმოადგენს, თუმცა პარალელურად არაერთი სხვა მიმართულებაც არის წარმოდგენილი, მათ შორის; ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, დერმატოლოგია, რეაბილიტაციის ცენტრი, რადიოლოგია (ულტრასონოგრაფია, რენტგენი, დენსიტომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია), ენდოსკოპია, კლინიკური ლაბორატორიული კვლევები (ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, კოაგულაცია) და პათოლოგანატომიური ლაბორატორია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზუსტ დიაგნოსტიკას, რადგან ეფექტური მკურნალობა სწორედ სწორი დიაგნოზით იწყება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატურით, ფუნქციური კვლევების შესაძლებლობებითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით. ასევე, სულ ახლახან დავნერგეთ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა უახლესი აპარატით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის, სანდო და დეტალურ დიაგნოსტიკას. ენმედიცში
ასევე ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია 2025 წლის Revolution Maxima-ს აპარატით, რომლიც შესაძლებლობას გვაძლევს სრულყოფილად ჩავატაროთ, პრაქტიკულად, ყველა ორგანოსა და სისტემის კვლევა, მათ შორის: თავის ტვინის, ხერხემლის, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს. ჩვენი მთავარი უპირატესობა კომპლექსური მიდგომაა. პაციენტს შეუძლია კონსულტაცია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, დიაგნოზის დასმა და შემდგომი მეთვალყურეობა ერთ სივრცეში მიიღოს. ეს ყველაფერი მაღალი ხარისხის კომპონენტებია: პაციენტი ზოგავს დროს, იღებს კომფორტულ და სრულყოფილ სამედიცინო სერვისს.
– რა ღირებულებებზე დგას კლინიკა ენმედიცი და როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?
– ჩვენთვის თითოეული პაციენტი არის ინდივიდი თავისი ისტორიით, საჭიროებებითა და მოლოდინებით, ამიტომ მკურნალობისპროცესიც ყოველთვის პერსონალიზებულია. ჩვენი საქმიანობის საფუძველია პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, სამედიცინო ეთიკა, გამჭვირვალობა და ურთიერთპატივისცემა. გვჯერა, რომ პაციენტთან ნდობა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციით არ იქმნება ის იქმნება ყურადღებით მოსმენით, სწორი კომუნიკაციითა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი აქტიური ჩართულობით.
– როგორია კლინიკის ხარისხის პოლიტიკა?
– ხარისხი ენმედიცისთვის არჩევანი კი არა, ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. აღსანშნავია რომ კლინიკა ფლპოობს საერთაშორისო ამერიკული აკრედიტაციის სერტიფიკატს (AACI) ჩვენი ხარისხის პოლიტიკა ეფუძნება საერთაშორისო სამედიცინო რეკომენდაციებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას, პაციენტის უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებსა და მომსახურების უწყვეტ გაუმჯობესებას.კლინიკაში მუდმივად მიმდინარეობს სამედიცინო პროცესების მონიტორინგი,ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პაციენტის გამოცდილებასაც. სწორედ ამიტომ ყურადღებით ვაანალიზებთ უკუკავშირს, რადგან გვჯერა, რომ ხარისხიანი მომსახურება მხოლოდ სწორი დიაგნოზით არ იზომება ის იზომება იმ ნდობით, რომელსაც პაციენტი კლინიკის მიმართ გრძნობს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის კვლევებსა და დაავადებების ადრეულ გამოვლენას... ენმედიცი მხოლოდ ამბულატორიული მომსახურებით არ შემოიფარგლება. კლინიკაში ფუნქციონირებს სტაციონარული განყოფილება, სადაც წარმატებით ტარდება სხვადასხვა პროფილის ქირურგიული ოპერაციები. სტაციონარის განვითარება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან გვინდა, პაციენტებს სრულყოფილი სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში შევთავაზოთ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კლინიკის განვითარების ახალი ეტაპი უკვე ახლოვდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ენმედიცის ახალი, თანამედროვე სამედიცინო კომპლექსის გახსნა, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს როგორც კლინიკურ, ისე ქირურგიულ შესაძლებლობებს. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ღვიძლის პათოლოგიების მკურნალობა და ღვიძლს ტრანსპლანტაციის პროგრამის განვითარება, ასევე ჭარბი წონის მკურნალობის ქირურგიული მეთოდები (ბარიატრია), რაც არა მხოლოდ კლინიკის, არამედ მთლიანად საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. „ენმედიცის“ გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ექიმებს, ექთნებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სასწავლო პროგრამებში და ყოველდღიურ პრაქტიკაში იყენებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანამედროვე პრინციპებს.
ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, ძლიერი პროფესიონალური გუნდი, განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა და პაციენტისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ქმნის იმ საფუძველს, რომელიც ენმედიცს დღეს ერთ-ერთ მზარდ და პროგრესულ სამედიცინო დაწესებულებად აქცევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





