საზოგადოება

GG Legal-ის წარმატების ფორმულა

ავტორი: „თბილისელები“ 23 წუთის წინ

ფოტო
დაკოპირებულია

რა ხდება მაშინ, როდესაც საერთაშორისო გამოცდილება, ინოვაციური ხედვა და სამართლის რთულ მიმართულებებში სიღრმისეული ცოდნა ერთიანდება? იქმნება კომპანია, რომელიც იურიდიულ ბაზარზე საკუთარ სტანდარტებს ამკვიდრებს.

2014 წლიდან „GG Legal“-ის განვითარებას მისი მმართველი პარტნიორი, ცნობილი ადვოკატი ნატალია გელაძე ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის პარალელურად, იგი მუშაობს მასშტაბურ ბიზნესდავებსა და კომპლექსურ სამართლებრივ საკითხებზე.

ნატალია გელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო ბიზნესტრანზაქციებს, გადაზიდვებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჰესებისა და შენობა-ნაგებობების მშენებლობას, კორპორაციულ და სახელშეკრულებო სამართალს, ასევე ტელეკომუნიკაციებისა და მედიის სამართალს.

მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩიკაგოს უკავშირდება, სადაც ამერიკულ სამართალწარმოებაში მიღებულ გამოცდილებას 2017 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის სამართალში მიღებული LL.M-ის ხარისხიც დაემატა.

„GG Legal“-ის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება ტელეკომუნიკაციებისა და მედიის სამართალია. ნატალია გელაძე 2019 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესაბამისი კომიტეტის წევრია.

„ჩვენი წარმატების ფორმულაა კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და ინოვაციური, პრაგმატული მიდგომა“, — აღნიშნავს ნატალია გელაძე.

სწორედ საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე სამართლებრივი ხედვის ერთიანობა ქმნის „GG Legal“-ის პროფესიულ იდენტობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი