საზოგადოება

სასტუმრო Green Garden ქობულეთში – თქვენი საუკეთესო დასვენების გარანტი

№29

ავტორი: ნინო საყვარელიძე 14:00 28.07, 2021 წელი

Green Garden
დაკოპირებულია

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ დაგეგმილი, სად უნდა გაატაროთ ეს ზაფხული, ქობულეთი არის ის ადგილი, სადაც განიტვირთებით, დაისვენებთ და ახალი ენერგიით განაგრძობთ ცხოვრებას. სასტუმრო Hotel Green Garden მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, ბათუმიდან 20 წუთის სავალზე, ზღვის პირას გელოდებათ. გამწვანებული, იზოლირებული და დაცული ეზო საკუთარი საცურაო აუზით, კომფორტული ნომრები და რაც მთავარია, მეგობრული და საოცრად გულისხმიერი მასპინძლები თქვენი დასვენების დღეების იდეალურად გატარებას გპირდებათ.

ლიკა ჯინჭარაძე (Hotel Green Garden-ის დამფუძნებელი): თავადაც ქობულეთში ვცხოვრობ და მე და ჩემს მეუღლეს 5 წლის წინ გაგვიჩნდა სასტუმროს გახსნის იდეა. თავდაპირველად ერთი კორპუსი განვაახლეთ, შემდეგ, მოთხოვინდან გამომდინარე, მეორე კორპუსი ავაშენეთ. სასტუმროს აქვს საკუთარი დაცული ეზო, ბუნგალოები, კაფე, საუკეთესო მდებარეობა, სასტუმროსა და ზღვას შორის მანძილი, ფაქტობრივად, არ არსებობს. შარშან გადავწყვიტეთ აუზის გაკეთება, რამაც კიდევ უფრო სასიამოვნო გარემო შექმნა ჩვენი დამსვენებლებისთვის. ასე შეიქმნა ჩვენი პატარა, საოჯახო სასტუმრო, გამწვანებით, სიმშვიდითა და მაქსიმალური კომფორტით.

– რამდენ დამსვენებელს იტევს „გრინ გარდენი“ და რა ტიპის ნომრებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

– ორივე კორპუსში, დაახლოებით, 50 სტუმარი გვეტევა. ახალ კორპუსში ძალიან ლამაზი, მაქსიმალურად კომფორტული და განსხვავებული, ლუქსის ტიპის ნომრები გვაქვს, მეორე კორპუსში – შედარებით ბიუჯეტური, სტანდარტული საოჯახო ტიპის ნომრები, თავისი ინდივიდუალური სველი წერტილებით, აივნით, კონდიციონერით, მაცივრით და ყველა საჭირო პირობით. გვაქვს დაცული, ბავშვებისთვის უსაფრთხო ეზო. თავად ვაკონტროლებ, რომ სასტუმროში იდეალური სისუფთავე იყოს. ყოველ მესამე დღეს ლაგდება ნომრები, იცვლება თეთრეული და ასე შემდეგ.

– აუზი დიდი პრიორიტეტია...

– ამ ეტაპზე ბევრი ახალგაზრდა დამსვენებელი გვყავს, რომლებიც აქტიურად ერთობიან აუზში, თამაშობენ წყალბურთს და დროს ძალიან სასიამოვნოდ ატარებენ. აუზის გარეშემო სკამები და მაგიდებია განლაგებული, სადაც საღამოობით ვიკრიბებით, მუსიკის ფონზე ვსაუბრობთ, მივირთმევთ ყავას...

– ხშირად დაბადების დღეებისა და სხვადასხვა ღონისძიების აღსანიშნავ წვეულებებსაც აწყობთ.

– დიახ, მოთხოვნიდან გამომდინარე, ეზოში ხშირად ვაწყობთ, მაგალითად: ბავშვების დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებებს, რაც დამსვენებლებს კიდევ უფრო ულამაზებს ჩვენთან გატარებულ დღეებს.

– სურვილის შემთხვევაში, კვების შეთავაზებაც შედის?

– დიახ, სასტუმროს ეზოში გვაქვს კაფე, სადაც ძირითადად ქართული კერძების მრავალფეროვანი არჩევანია. ჩვენს დამსვენებლებს შეუძლიათ, კვებით შემოსვლა ჩვენთან. ჩვენი კაფე მასპინძლობს მათაც, ვინც ჩვენს სასტუმროში არ ბინადრობს.

– ვიცით, რომ პირადად აკონტროლებთ ყველა დეტალს და აქტიურ კონტაქტში ხართ დამსვენებლებთანაც.

– ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და თითოეულ სტუმარს მაქსიმალურად გულთბილად ვხვდებით. ვცდილობ, გავიგო და გავითვალისწინო თითოეული დამსვენებლის მოთხოვნა.

– უსაფრთხოების როგორ იცავთ?

– ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხოება, პირადად ჩემთვის, ძალიან პრიორიტეტულია, ამიტომ სასტუმროს მთელ პერიმეტრს რვა ვიდეოკამერა აკონტროლებს.

P.S. გელოდებით Hotel Green Garden-ში, კომფორტული და დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად!

მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის #204.

საკონტაქტო ტელეფონი: 592-11-90-05.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა