MIRO Pharma – მრავალწლიან გამოცდილებასა და ხარისხზე დაფუძნებული ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში
ავტორი: „თბილისელები“ 12:34
ფარმაცევტული სფერო ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და პასუხისმგებლობით სავსე მიმართულებაა, სადაც წარმატებას მხოლოდ პროფესიული ცოდნა, მრავალწლიანი გამოცდილება და ხარისხისადმი ერთგულება განაპირობებს. სწორედ ამ პრინციპებზე ააგო საკუთარი საქმიანობა ექიმმა-პედიატრმა ნარგიზ მაჰმუდოვამ, რომელიც თითქმის სამი ათეული წელია, ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და საერთაშორისო პარტნიორობას ჩაუდგა სათავეში.
სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმით დაგროვილმა ცოდნამ ქალბატონ ნარგიზს შესაძლებლობა მისცა, ფარმაცევტულ სფეროში საკუთარი ხედვა რეალობად ექცია და დაეფუძნებინა კომპანია MIRO Pharma, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი და თანამედროვე ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე ზრუნავს. კომპანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებს, რომლებიც უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.
ფარმაცევტული ბაზრის განვითარებაზე, კომპანიის საქმიანობაზე, მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე, სამომავლო გეგმებსა და პროფესიულ გამოცდილებაზე MIRO Pharma-ს დამფუძნებელი ნარგიზ მაჰმუდოვა გვესაუბრება.
ნარგიზ მაჰმუდოვა: პროფესიით ექიმი-პედიატრი ვარ და 1997 წლიდან ფარმაცევტულ სფეროში ვსაქმიანობ. წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან, რამაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა. სწორედ ამ გამოცდილებისა და საქმის სიყვარულის საფუძველზე გადავწყვიტე საკუთარი კომპანიის დაფუძნება. ასე შეიქმნა MIRO Pharma, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქმიანობის აქტიური გაფართოება 2021 წლის ბოლოდან დაიწყო.
დღეს ჩვენი თხუთმეტკაციანი პროფესიონალური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, მაშ შორის ენდოკრინოლოგებთან, ოჯახის ექიმებთან, კარდიოლოგებთან, ნევროლოგებთან და ასე შემდეგ. რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს თანამედროვე და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტები შევთავაზოთ.
– რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?
– ჩვენი პარტნიორები მსოფლიოში წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები არიან, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილებისა და უწყვეტი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს. MIRO Pharma სწორედ ამ მაღალი ხარისხის პროდუქციის ქართულ ბაზარზე იმპორტს ახორციელებს.
ამ ეტაპზე ათამდე დასახელების მედიკამენტისა და პროდუქტის ექსკლუზიური შემომტანები ვართ. ჩვენს ასორტიმენტში შედის ვიტამინები, საკვები დანამატები, ძილის მოწესრიგებისთვის განკუთვნილი საშუალებები, წონის კორექციის ხელშემწყობი პროდუქტები და სხვა.
– რა ეფექტი აქვს MIRO Pharma-ს მიერ იმპორტირებულ მედიკამენტებს?
– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არაერთი კვლევითა და პრაქტიკული გამოცდილებით არის დადასტურებული.
მაგალითად, წონის კორექციისთვის განკუთვნილი პროდუქტი (გლუკოგიმი) ხელს უწყობს მადის კონტროლს და მომხმარებლების მხრიდან დადებითი შეფასებებით სარგებლობს. ასევე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ჩვენი საძილე საშუალებები (ნოდუს დეი და ნოდუს ნაითი), რომლებიც ხელს უწყობს ემოციური დაძაბულობისა და შფოთვის შემცირებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
– ფასებთან დაკავშირებით როგორია თქვენი მიდგომა?
– ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მაღალი ხარისხის პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად იყოს წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ, ფასების პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რასაც ხშირად აღნიშნავენ როგორც ექიმები, ისე პაციენტები.
– სად არის შესაძლებელი MIRO Pharma-ს მიერ იმპორტირებული პრეპარატების შეძენა?
– პრაქტიკულად სრულად გვაქვს მოცული ქართული სააფთიაქო ბაზარი. ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც მსხვილ, ისე მცირე სააფთიაქო ქსელებში ქვეყნის მასშტაბით.
– საკუთარი სააფთიაქო ქსელის შექმნას ხომ არ გეგმავთ?
– ამის აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავთ. წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ მსხვილ სააფთიაქო ქსელებთან და არსებული პარტნიორული ურთიერთობები სრულად გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქცია მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ საკუთარი ქსელის შექმნა ჩემს გეგმებში არ შედის.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– განვითარების მიმართულებით არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს. სამომავლოდ ვაპირებთ ნევროლოგებთან და პედიატრებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





