საზოგადოება

„მებადურის“ ხიზილალა – გემო, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

ავტორი: „თბილისელები“ 12:32 30.12, 2024 წელი

ხიზილალა
დაკოპირებულია

დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მისდევენ საოჯახო მეურნეობას. ამჯერად კარალეთში მდებარე თევზსაშენი ქართული ხიზილალის მწარმოებელი კომპანია „მებადური“ უნდა გაგაცნოთ. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი ორაგულის წითელი ხიზილალა 100%-ით ქართული და ნატურალური პროდუქტია.

ცოტა ვინმეს თუ აღმოაჩენთ, ვინც წითელი ხიზილალის მიმართ გულრგილია. ეს არა მარტო გემრიელი დელიკატესი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. იგი შეიცავს ბევრ ვიტამინს, კალციუმს, ცილასა და ფოსფორს. პროდუქტის მაღალი ღირებულებისა და პოპულარობიდან გამომდინარე, ხშირად გვხვდება ფალსიფიცირებული ხიზილალა-დელიკატესი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას ხშირად ამშვენებს. ეს ორაგულისებრთა ოჯახის თევზისგან მიიღება. ხიზილალას რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც გემოვნური თვისებებით ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდება, თუმცა მათი შემადგენლობა თითქმის იდენტურია.

„მებადურის“ ბრუნვის ტექნოლგი და დამფუძნებელი გიორგი ბაზანდარაშვილი კარგი ხიზილალის არჩევაში დაგვეხმარება.

– როგორი უნდა იყოს კარგი ხიზილალა?

– ნატურალური ხიზილალის მარცვლები მსუბუქად უნდა ეწებებოდეს ერთმანეთს, არ უნდა ჰქონდეს ლორწო, სიმწრის გემო და მძაფრი სუნი. ნატურალური ხიზილალა პირის ღრუში ენის დაჭერით სკდება და დნება. ხელოვნური კი იღეჭება.

– მოგვიყევით ხიზილალის წარმოებისა და დამზადების პროცესზე?

– „მებადურის“ ხიზილალა კარალეთში კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოგვყავს. ტერიტორიაზე განთავსებულია 6 ტბორი და 20 ბასეინი. ორაგულისებრთა ხიზილალაში ყველაზე პატარა ცისარტყელას კალმახის ხიზილალაა. ჩვენი პროდუქტი ნატურალურია, არანაირი დანამატი არ აქვს, გარდა მარილისა, რაც ჩვენი უპირატესობაა. მოთხოვნა კი წლიდან წლამდე მზარდია.

– რა პირობებს საჭიროებს ჯანსაღი ხიზილალა?

– სუფთა ჰაერი, მთის კამკამა მდინარე, ბუნებრივ, ორგანულ პირობებთან ახლოს მყოფი საკალმახე განაპირობებს თევზის გემოს ფორმირებას. ჩვენი ხიზილალა უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტია და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კარგი ხიზილალისთვის მახასიათებელ თვისებებს შეიცავს. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე გავიტანოთ. ჩვენი კომპანია ამისთვის საჭირო სერტიფიკატებს ფლობს, როგორიცაა ხარისხის ამრთვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO და HACCP სერტიფიკატი. აღნიშნული სტანდარტი, პირველ რიგში, უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის გამოშვებას შესაბამის ტექნიკურ ბაზას, უახლოესი დანადგარების არსებობას, წარმოებული პროდუქციის ნედლეულიდან დახლამდე კონტროლირებას გულისხმობს, რაც მეწარმეს საშუალებას აძლევს, დაადასტუროს საკუთარი პროდუქციის სანდოობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, რის საფუძველზეც აქვს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა.

– სამომავლო გეგმები?

– ვგეგმავთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, როგორიცაა საწარმოო ხაზის გაფართოება და თევზის ასორტიმენტის გაზრდა. ნაგულისხმევია თევზის ფილეს, კონსერვების, სტეიკებისა და შავი ხიზილალის წარმოება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა