საზოგადოება

ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ ლენდი“ – ადგილი, სადაც ქმნიან ბედნიერებასა და დაუვიწყარ მოგონებებს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 16:39 27.07, 2022 წელი

მეჯიქ ლენდი
დაკოპირებულია

დაბადების დღე ბავშვებისთვის ჯადოსნურ დღესასწაულთან ასოცირდება, როდესაც ყველა სასწაული შეიძლება, მოხდეს, რომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იყოს. ეს კარგად იციან ბავშვთა გასართობ ცენტრ „მეჯიქ ლენდში“, სადაც საოცარი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ იქ გატარებული ყველა წუთი თქვენი პატარებისთვის ძვირფას მოგონებად იქცეს. როგორ შეიქმნა და რა შეთავაზებები აქვთ სტუმრებისთვის – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქალბატონი მაკა სულხანიშვილი გვესაუბრა.

– როგორ გაჩნდა ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნის იდეა?

მაკა სულხანიშვილი: ცენტრის იდეა ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარულით დაიბადა, თავადაც 4 შვილი მყავს და ვცდილობ, ისე ვაბედნიერებდე სხვა ბავშვებსაც, როგორც საკუთარს. მინდოდა, პატარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სასიამოვნოდ დასამახსოვრებლად მექცია. ბევრი სირთულე იყო, მაგრამ პატარების ბედნიერი თვალებისათვის ყველა სირთულის გადალახვა ღირს.

– რა კონკრეტული შეთავაზებები გაქვთ ბავშვებისთვის?

– ჩვენი ცენტრი მრავალფუნქციურია, ბავშვებს შეუძლიათ, ჩვენ გვესტუმრონ ან „მეჯიქ ლენდის“ ანიმატორები მივიდნენ მათთან გამოძახებით. გვაქვს ცეცხლების შოუ, ლაზერ შოუ, მუდმივად განახლებადი პროგრამა და ინტეგრირებული თამაშები მშობლებთან ერთად.

– რა შეღავათებია მათთვის, ვინც დღესასწაულებს მუდმივად თქვენთან აღნიშნავს?

– ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის გვაქვს ფასდაკლებები, საჩუქრად – ორიგინალური მოსაწვევები და ისინი პრიორიტეტულები არიან დროის შერჩევასთან დაკავშირებითაც.

– თავად რამდენად აქტიურად ხართ ჩართული დღესასწაულების ორგანიზებაში?

– წარმოუდგენელია, ბავშვთა გასართობი ცენტრის მფლობელი იყო და თავად არ იყო ყველაფრის მონაწილე. ეს იმდენად ცოცხალი პროცესია, ყოფილა შემთხვევები, როცა თავადაც მომირგია ნიღაბი. ვცდილობ, თითოეული თანამშრომლის გამოცდილება გავიზიარო, რომ მათ ჩემი მხარდაჭერა იგრძნონ.

– დროთა განმავლობაში მუდმივად ვითარდებით და ცდილობთ, პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზოთ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ „მეჯიქ ლენდი“ გეგმავს გამოძახების სერვისის უფრო გააქტიურებას, კორპორატიული წვეულებების მიმართულებით ბაზარზე გასვლას და განვადების დანერგვას, რაც ბევრი მშობლისთვის ნამდვილად მოსახერხებელი იქნება. ვფიქრობთ, რომ ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, ისეთი დაბადების დღე ჰქონდეს, როგორზეც ოცნებობდა. ბედნიერება იწყება ზრუნვით. „მეჯიქ ლენდი“ ზრუნავს მომხმარებლებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი