რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№35

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.09, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: თუ არსებობს ხატების მთხვევის გარკვეული წესი?

პასუხი: დიახ. ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც ემთხვევით მაცხოვრის ხატს, უნდა ეამბოროთ ფეხებზე, ღვთისმშობელ მარიამსა და სხვა წმიდანებს ხელზე ემთხვიეთ, ხოლო მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს და წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავს – თმაზე.

კითხვა: რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ და რომელ ხატებთან?

პასუხი: სანთელი პირველ რიგში ინთება დღესასწაულის ან ტაძრის მთავარ ხატთან, შემდეგ წმიდანის ნაწილებთან (თუ არის ტაძარში), ხოლო ამის შემდეგ – ჯანმრთელობისთვის ან მიცვალებულთათვის. მიცვალებულთათვის სანთელს ანთებენ ჯვარცმასთან და წარმოთქვამენ ლოცვას: „მოიხსენე, უფალო, სული მიცვალებულისა მონისა შენისა (სახელი) და შეუნდე მას ცოდვანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი და მოჰმადლე მას სასუფეველი ცათა“. ჯანმრთელობისთვის ან სხვა რაიმე საჭიროებისთვის სანთლებს, ჩვეულებრივ, ანთებენ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა დიდმოწამე და მკურნალ პანტელეიმონის ხატთან და იმ წმიდანთა ხატებთან, რომელთაც ღმერთმა მიანიჭა განსაკუთრებული მადლი კურნებისა და შეწევნისა სხვადასხვა გასაჭირში. როდესაც დაანთებთ სანთელს თქვენ მიერ ამორჩეულ ხატთან, წარმოთქვით ლოცვა: „წმიდაო სათნოო ღმრთისაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩემ ცოდვილისთვის (ან სახელი, ვისთვისაც ევედრებით)“. სანთლების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

კითხვა: რატომ ვლოცულობთ მიცვალებულთათვის?

პასუხი: მიცვალებულთათვის იმიტომ ვლოცულობთ, რომ მათ საკუთარი თავისთვის ლოცვა აღარ შეუძლიათ. ამიტომ მათ ნაცვლად ეს ვინმე სხვამ უნდა გააკეთოს. ამჟამად ცოცხალმა. ამგვარად, იმ ადამიანებმა, ვისი ახლობლებიც მათი სულებისთვის ლოცულობენ, შეიძლება, მიიღონ ხსნა მათი ცოცხალი ნათესავ-მეგობრების ღვთის წინაშე შუამდგომლობით.

კითხვა: რას ნიშნავს ქრისტეს სისხლისა და ხორცის წმიდა საიდუმლოებასთან ზიარება?

პასუხი: წმიდა ეკლესიის სწავლების მიხედვით, წმიდა ზიარებით ქრისტიანი საიდუმლოდ უერთდება ქრისტეს. განუზომელია ევქარისტიის (ზიარების) საიდუმლოს მნიშვნელობა, მასში ჩაწვდომა ჩვენს გონებას აღემატება. ის აღანთებს ჩვენში ქრისტეს სიყვარულს, აღამაღლებს გულს ღმერთამდე, ბადებს მასში სათნოებებს, აკავებს ბნელი ძალების ჩვენზე თავდასხმას, გვანიჭებს განსაცდელთა დათმენის ძალას, კურნავს სულსა და სხეულს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი