რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№29

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ცნობილია, რომ თვითმკვლელთათვის ეკლესია აღარ ლოცულობს. ასეთ დროს არც წესის აგება ხდება გარდაცვლილისთვის და არც პანაშვიდის გადახდა, მაგრამ მისი სული ხომ შველას ითხოვს, როგორ უნდა შევეწიოთ ასეთ დროს გარდაცვლილის სულს?

პასუხი: თვითმკვლელობაში ცალკე გამოიყოფა რიგი შემთხვევებისა. თვითმკვლელის ფსიქიკური ავადმყოფობის დროს (თუმცა აქაც არის გარკვეული განსხვავება) ეკლესია აკურთხებს წესის აგებას, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღვთის არსებობას, კარგავს სარწმუნოებას და სასოებას, თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო – ასეთ ადამიანზე არ სრულდება სათანადო სამღვდელო ქმედება. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება თვით იმ ადამიანის მონაწილეობით. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ღმერთი ძალად ვერ აცხოვნებს, თუ ადამიანი თავად ეწინააღმდეგება საკუთარი სულის გადარჩენას. იმ ადამიანის სახელზე, ვინც დაგმო ღვთის არსებობა და მისი ყოვლადმოწყალება, მხოლოდ მოწყალების გაღება შეიძლება.

კითხვა: რას ნიშნავს აღსარების დროს ცოდვათა არასრული აღიარება?

პასუხი: აღსარების დროს უნდა ერიდოთ ასეთ გამოთქმებს, „ბოროტმა ძალამ მაცდუნა“ - „სუსტი ვარ“, „ვერ ვიკავებ თავს, რადგან ახლობლები მაღიზიანებენ“, „ტაძარში ვერ დავდივარ უძლურების გამო“ და სხვა. ასეთი სახის საუბრები თავის მართლება და ცოდვაა, რადგან ამით ვცდილობთ საკუთარ ცოდვათა შემსუბუქებას. თავის მართლებას ადამიანს ბოროტი ძალა შთააგონებს. პიმენ დიდის თქმით, ყველაზე საძაგელი უფლის წინაშე ისაა, როდესაც ადამიანი თავს იმართლებს.

კითხვა: ერთგან ამოვიკითხე, რომ ყველაზე რთული საქმე ქრისტიანისთვის არის ლოცვა. რატომ არის ლოცვა რთული?

პასუხი: ნამდვილი, ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც გულიდან ამოდის და უფლისკენ მიემართება, მართლაც რთულია, რადგან ასეთ დროს ბოროტი ძალა ყველანაირად ცდილობს, აცდუნოს, ყურადღება გადაატანინოს, რადგან არაფერი ისე არ მოქმედებს ეშმაკზე, როგორც ლოცვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი