რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ერთგან წავიკითხე, რომ ავადმყოფობა ამა თუ იმ ცოდვისგან ჩნდება. თუმცა, წამალი ხომ ავადმყოფს სინანულის გარეშეც კურნავს. რატომ?

პასუხი: ავადმყოფობა რომ მხოლოდ ცოდვის შედეგი იყოს, ყველა წმიდანი ათლეტური აღნაგობის იქნებოდა. ავადმყოფობა შესაძლებელია, თვით ღირს მამებსაც მოევლინოთ, როგორც გამოცდა. მართალია, ავადმყოფობა და თვით სიკვდილიც ჩვენს სამყაროში ცოდვის შედეგად შემოვიდნენ, მაგრამ დასკვნის გაკეთება – დღეს იმიტომ გავხდი ავად, რომ გუშინ შევცოდე, არასწორია. ავადმყოფობა რომ აუცილებლად მონანიებით იკურნებოდეს, ადამიანები მოინანიებდნენ ცოდვებს არა მხოლოდ სულის ხსნისთვის, არამედ ავადმყოფობისგან თავდასახსნელადაც. ავადმყოფობის დროს უფალს უნდა ვთხოვოთ განკურნება და ამავე დროს გონივრულად გამოვიყენოთ მედიცინის მიერ მოწვდილი საშუალებანი.

კითხვა: რა ახარებს უფალს ჩვენი საქციელიდან?

პასუხი: უფლის გულის მოგება შესაძლებელია ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთური საგნებისგან მზერის არიდებით, ბილწი აზრების უკუგდებით, ლოცვისთვის საკუთარი თავის ძალდატანებით – ასე გვმოძღვრავენ წმიდა მამები.

კითხვა: რა ვუყო ცოდვას, რომელსაც მოძღვრის წინაშე ვერ გავამხელ?

პასუხი: აღსარებაში ნებისმიერი ცოდვა უნდა თქვათ. მოძღვარი იმიტომ მოგივლინათ უფალმა, რომ მასთან ყოველი ცოდვა მოინანიოთ. ცოდვა არის დანაშაულთან შეკვრა და სიმძიმე და თუ მას აღსარებაში არ გაამხელთ, როგორ მოიშორებთ ამ სიმძიმეს, როგორ განეშორებით დანაშაულს? ჩვენ ადამიანები ვართ და უცოდველი არავინ არის. აღსარება ლამაზი სიტყვებისა და კეთილი საქმეების წარმოსაჩენად არ დაუწესებია უფალს. აღსარების დროს თავს კი არ ვიწონებთ, არამედ ცოდვებს ვებრძვით, ვაღიარებთ და მათგან ვთავისუფლდებით. გაითვალისწინეთ, რომ უფალმა ისედაც იცის ჩვენი ცოდვიანი გულისთქმანი, მას ჩვენგან მხოლოდ თავმდაბლობით აღიარება და სინანული სურს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოძღვარი რაიმეთი გაბრკოლებთ, შეგიძლიათ, სხვა მოძღვარს ჰკითხოთ რჩევა, მას გაუმხილოთ უთქმელი ცოდვა და ის მოგცემთ შესაბამის რჩევა-დარიგებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი