რელიგია

ღმერთი არასდროს ცდება!

№13

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 09.04, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ეს ღვთის კურთხევაა

ის მოვლენები, რომლებსაც ახლა ჩვენ დიდ უბედურებად აღვიქვამთ, შემდგომ შეიძლება, ღვთის კურთხევა აღმოჩნდეს.

განსაცდელი და ჯილდო

არ არის საჭირო შეუთავსებლის შეთავსება – ერთდროულად ვერ ატარებ ჯვარს და ვერ იქნები განცხრომაში. ნუ შევეცდებით ჩვენი სინდისის მოდუნებას, იმიტომ, რომ მაშინ შეიძლება, ღმერთმა წაგვართვას ზეციური ჯილდო და კიდევ უფრო მძიმე განსაცდელები მოგვივლინოს.

მწუხარების დანიშნულება

მწუხარება რომ არ ყოფილიყო, სამოთხის ძებნასაც არ დავიწყებდით.

ოპერაცია

ჩვენ ისე უნდა მივიღოთ განსაცდელები, როგორც ვითმენთ ტკივილს ქირურგიული ოპერაციის დროს, რაკი ჩვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ტანჯვა ადამიანს თავმდაბალს ხდის, რამდენადაც დაიმდაბლებს იგი თავს, იმდენად ახლოს იქნება მასთან ღმერთი.

ღმერთი არ ცდება

მამა ეპიფანეს სულიერი შვილი იგონებს:

– ერთ დედაკაცს ხუთი წლის განმავლობაში ერთიმეორეს მიყოლებით დაეხოცა ქმარი და სამი შვილი. თანაც მისი ერთ-ერთი ქალიშვილი სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღის წინ გათხოვდა. ვიცოდი, რომ კითხვა, რომელიც დამებადა: „ღმერთო ჩემო, რატომ დაუშვი ეს?!“ ღვთისმგმობელობაა და მიუხედავად ამისა, იმ დღეებში იგი ღრმად ჩამრჩა გონებაში. ბოლოს, როგორც იქნა, აღსარების დროს ვაღიარე ეს ჩემი ფიქრები. მამა ეპიფანეს სიტყვები მეტად მარტივი და იმავდროულად, სიბრძნით აღსავსე იყო:

– მხოლოდ ერთი დაიმახსოვრე, – მითხრა მან, – ღმერთი არასოდეს ცდება!

მართალთა მწუხარება

– გერონდა, რატომ მოუვლენს ღმერთი მართალ და სათნო ადამიანებს მძიმე სნეულებას?

– იმიტომ, რომ ისინი განიწმინდონ უმცირეს ვნებათაგანაც კი და უფრო დიდი გვირგვინი მიიღონ ჯილდოდ სასუფეველში. თუ ღმერთმა კეთილ-ინება, მისი საყვარელი ძე ტანჯვით ჯვარზე მომკვდარიყო, მაშინ ადამიანებზე რაღა გვეთქმის, რომლებიც, რაც უნდა წმიდა იყვნენ, მაინც აქვთ ცოდვის მწიკვლი?

მოდი, გავცვალოთ

ერთი ყმაწვილი სამხედრო კურსებზე სწავლობდა (იგი ოფიცრად ემზადებოდა) და დიდ სიძნელეებს წააწყდა. ახალგაზრდა დაჟინებით სთხოვდა მამა ეპიფანეს, მიეცა კურთხევა, რათა წამოსულიყო სასწავლებლიდან და ჯარში უბრალო ჯარისკაცად ემსახურა. ბერმა უთხრა:

– შვილო ჩემო, ინვალიდთა სახლში რომ წასულიყავი და საწოლზე მიჯაჭვული ავადმყოფისათვის გეთქვა: „მეგობარო, მოდი გავცვალოთ: შენ წადი სამხედრო კურსებზე, მე კი შენს საწოლში ჩავწვები“, ხეიბარი ხომ ზამბარასავით წამოხტებოდა და სასწავლებელში გაიქცეოდა?! ეჰ, შვილო ჩემო, ჩვენ ჯანმრთელად ვართ, მაგრამ სულ ვწუწუნებთ და ვბუზღუნებთ.

მამა ეპიფანესგან ყმაწვილი ფრთაშესხმული წამოვიდა.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი