რჩევები

თუ წონაში სწრაფად დაკლება გსურთ, ეს დიეტა თქვენთვისაა

№26

ავტორი: ანი რევია 11:00 04.07

დიეტა
დაკოპირებულია

მოკლე დროში კილოგრამების მაქსიმალური რაოდენობის მოშორებისთვის და მიღებული წონის შესანარჩუნებლად მარტო სურვილი საკმარისი არ არის, აუცილებელია, აღიჭურვოთ ნებისყოფით. გთავაზობთ დიეტას, რომლითაც შეგიძლიათ, გამძლეობაშიც გამოვცადოთ თავი და თან, სწრაფად დაიკლოთ. რაც უფრო ხანგრძლივად დაიცავთ მას, მით მეტი იქნება შედეგი.

რაციონიდან აუცილებლად უნდა გამორიცხოთ შაქარი, ცომეული, კარტოფილი, ბრინჯი და ის ხილი, ბოსტნეული და წვენები, რომლებიც ჭარბად შეიცავს ნახშირწყლებს.

ერთი დღის დიეტის მენიუ:

9-10 საათი – პირველი საუზმე: 50 გრამი ყველი, 1 ჭიქა ჩაი ან ყავა უშაქროდ, 1 ცალი შემწვარი კვერცხი.

12-13 საათი – მეორე საუზმე: 1 კიტრისა და 1 პომიდვრის სალათა, 1 ჩაის ჭიქა ნატურალური ხილის წვენი უშაქროდ.

15-16 საათი – სადილი: 200 მილილიტრი საქონლის ან ქათმის ბულიონი, 200 გრამი საქონლის ან ქათმის მჭლე ხორცი, 100 გრამი ბოსტნეულის სალათა, 50 გრამი ყველი, 1 ნაჭერი ორცხობილა, 1 ჭიქა მაწონი.

18 საათი – სამხარი: 1 სადილის კოვზი არაჟანი, 100 გრამი ბიფშტექსი, 1/2 ჩაის ჭიქა მშრალი ღვინო.

20 საათი – ვახშამი: 2 სადილის კოვზ „ჰერკულესს” დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს, გააჩერეთ 15 წუთი და შეურიეთ 1 ცალი მოზრდილი გახეხილი ვაშლი ან 1 ცალი წვრილად დაჭრილი ფორთოხალი. დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი